📣📣ინფორმაცია ამსტერდამის ტრანზიტზე: ნიდერლანდების სამეფო 19 მარტის 18:00-დან ქვეყანაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეების შესვლას 30 დღით ზღუდავს!
აღნიშნული შეზღუდვა ეხება ყველა არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მგზავრობას. გამონაკლისების სია იხილეთ ბმულზე
‼️ გაითვალისწინეთ ასევე რომ ნებისმიერი ტრანზიტული ფრენით სარგებლობისას, ტრანზიტის ზონიდან არ უნდა გადიოდეთ, ანუ ტერმინალის შეცვლა (და შესაბამისად საბაჟო შემოწმების გავლა) არ უნდა გიწევდეთ!
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ.
‼️ უმეტესობა ავიაკომპანიამ შეაჩერა ან აჩერებს ავია მიმოსვლას სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნების მიერ საჰაერო სივრცეების ჩაკეტვისა და/ან უცხოეთის მოქალაქეების ტრანზიტად გადაადგილების შეზღუდვის გამო!
19 მარტის მონაწემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ფრენების განრიგის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ექსელის ცხრილი. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ფრენებთან დაკავშირებული სიტუაცია სწრაფად იცვლება მგზავრთა წინასწარი შეტყობინების გარეშე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ / See additional information:
აშშ-ში საქართველოს მოქალაქე სტუდენტების
ALERT: COVID-19 Symptoms & Actions
Hotlines of Diplomatic Missions of Georgia
📣📣Information on transit flights in Amsterdam: The Kingdom of the Netherlands restricts entry of non-EU citizens to the country for 30 days, starting from 18:00 on March 19!
This restriction applies to all non-vital travel. See the list of exceptions on the following link.
‼️ Please also note that when using any transit flight, you should not leave the transit area, you do not have to change your transit terminal (and therefore pass a customs check)!
Given the rapid spread of COVID-19 around the world, various countries and transportation companies are deciding to impose restrictions on international travelers and foreign nationals.
‼️ Be aware of many airlines have already stopped or halting flights to/from various locations due to the airspace restrictions imposed by number of countries!
As of March 19 morning, remaining transit routes to/from Georgia update at the following link. However, consider that the flight schedules now change very quickly without prior notification to the passengers!
Stay safe!