აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირთა საყურადღებოდ: ავიახაზების უმრავლესობა უახლოეს დღეებში ამცირებს საერთაშორისო ფრენებს, ხოლო ბევრი მათგანი ხშირ-ხშირად ანახლებს ფრენის განრიგებს. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ცვლილებებს!

American Airlines“: 14 მარტს გამოაცხადეს, რომ მინიმუმ 6 მაისამდე საგრძნობლად შეამცირებენ საერთაშორისო ფრენების რაოდენობას. ეს ეხება ფრენებს ნიუ-იორკიდან, ჩიკაგოდან და ლოს-ანჯელესიდან ლონდონის ჰითროუს მიმართულებით, ასევე ლოს-ანჯელესი-სიდნეი, სხვა პოპულარულ მიმართულებას შორის. ავიახაზების განცხადებით, დღეში 1 ფრენას განახორციელებს დალასიდან და მაიამიდან ლონდონში და კვირაში 3 ფრენას დალასი-ტოკიო.

ამერიკული ავიახაზები ინარჩუნებს ფრენებს (service flights) კანადის მიმართულებით და კანადიდან, მექსიკა, კარიბები, ცენტრალური ამერიკა და ლათინური ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილი. წყვეტს ფრენებს აშშ-რიო-დე-ჟანეირო, აშშ-სან პაულო, ასევე მაიამიდან ბრაზილიის სხვა ქალაქები და კოლუმბია. ამცირებს: ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი და პერუ.

Delta Air Lines“: 14 მარტს გამოაცხადეს დღეში 1 ფრენა ატლანტასა და ამსტერდამის, პარიზის და ლონდონის მიმართულებით. დღეში 1 ფრენა დეტროიტი-ამსტერდამი და ნიუ-იორკის კენედის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით.

United Airlines“: გააგრძელებენ რეგულარულ ფრენებს ევროპიდან აშშ-ს მიმართულებით 20 მარტის ჩათვლით. 20 მარტის შემდეგ, დღიურ ფრენებს განახორციელებს ლონდონის, ფრანკფურტის, მიუნხენის, დუბლინის, ამსტერდამის, ბრიუსელის, პარიზის და ციურიხის მიმართულებით (ლონდონი და ფრანკფურტი 3 ფრენას მიიღებს დღეში).

Lufthansa“: ავიახაზები გააგრძელებენ ფრენებს აშშ-ში და აშშ-დან. რათა გარკვეული საჰაერო მიმოსვლა მაინც შეინარჩუნონ ევროპიდან აშშ-ში. გააგრძელებს ოპერირებას ჩიკაგოს, ნიუარკის და ვაშინგტონის „Dulles“ აეროპორტის მიმართულებით. ავსტრიული ავიახაზები დროებით წყვეტენ ფრენებს (18 მარტიდან).

Air France: ავიახაზების ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ფრენებს გააგრძელებენ ატლანტის, ბოსტონის, ჩიკაგოს, დეტროიტის, ლოს-ანჯელესის, მაიამის, ნიუ-იორკის კენედის აეროპორტის, სან-ფრანცისკოს და ვაშინგტონის მიმართულებით. ავიახაზები თანამშრომლობენ „KLM“-თან, Delta Air Lines“-თან და „Virgin Atlantic“-თან გეგმის შემუშვებაზე, რომ გააგრძელონ მომსახურება აშშ-ს და აშშ-დან მიმართულებით 28 მარტის შემდეგაც!

Air Canada: არ შეუმცირებია ფრენები კანადიდან აშშ-ს მიმართულებით. დღეში 20 ფრენას ახორციელებს ტორონტო-ნიუ-იორკი. შეამცირა ფრენები ტორონტოდან და მონრეალიდან ევროპის სეზონური მიმართულებებისკენ.

British Airways: აქამდე არ გამოუცხადებიათ მომსახურების შემცირება ფრენებზე ნიუ-იორკი-ლონდონი.

Norwegian Airlines: შეაჩერებს ყველა ტრანს-ატლანტიკურ ფრენას 25 მარტიდან. ფრენები მხოლოდ სკანდინავიაში.

S.A.S.: გააგრძელებს ფრენებს კოპენჰაგენიდან და სტოკჰოლმიდან-ნიუარკი, კოპენჰაგენი-ჩიკაგო, ასევე ფრენებს ევროპაში.

სხვა მიმართულებები: პირდაპირი ფრენები პატარა ლოკაციებიდან, მთავარი საერთაშორისო ჰაბების მიმართულებით შეწყდება.

Emirates” და Turkish Airlines” სხვა მიდგომა აქვთ, სატრანზიტო ფრენებს ახორციელებენ დუბაის და სტამბოლის გავლით. არ ეხებათ აშშ-ს სამოგზაურო აკრძალვები.

რჩევა მოგზაურებს და თხოვნა ავიახაზებიდან: დაჯავშნეთ და შეცვალეთ თქვენი ახალი ან არსებული ჯავშნები ონლაინ ან ავიახაზების მობაილ აპლიკაციებით, თუ გაქვთ შესაძლებლობა! ზარების გაზრდილი რაოდენობის გამო, რიგი ავიახაზების თხოვნაა, მგზავრები რომლებიც 72 საათის განმავლობაში არ მოგზაურობენ, დაიცადონ ავიახაზებთან დაკავშირებამდე.

დეტალური ინფორმაცია The New York Times ბმულზე: Airlines Cut International Flights in Response to the Pandemic

SHARE