24 აპრილს, პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა შტატებში კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა “Opening Up America Again“.
20 მაისს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) პრეზიდენტის გეგმის დანართად გამოაქვეყნა დამატებითი რესურსების და რეკომენდაციების სახელმძღვანელო შტატების დასახმარებლად.
გეგმის კრიტერიუმების მიხედვით შტატების გუბერნატორებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება შტატებში სხვადასხვა შეზღუდვების მოხსნის და შტატის ეტაპობრივი გახსნის შესახებ.
20 მაისის მონაცემებით, შტატების უმრავლესობამ წარადგინა შტატის გახსნის გეგმა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას და სხვადსახვა სახის დაწესებულების გახსნას ითვალისწინებს.
იხილეთ საგანგებო ბრძანებები და გახსნის გეგმები შტატების მიხედვით:
ალაბამა – 11 მაისიდან გუბერნატორმა შეცვალა –Safer at Home -ბრძანება, რომელიც შტატის ეტაპობრივ (phased-in approach) გახსნას გულისხმობს და გარკვეულ დაწესებულებებს ფუნქციონირების უფლებას აძლევს.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტები, პარკები, სპორტული დარბაზები);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები კაფეები);
სილამაზის სალონები.
ალასკა – 11 მაისს გუბერნატორმა შტატის გახსნის პირველი ეტაპი/ფაზა გამოაცხადა – Phase 1 Reopen Alaska Responsibly- რომელიც გარკვეულ დაწესებულებებს ფუნქციონირების უფლებას აძლევს.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტები, სპორტული დარბაზები);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
გასართობი ცენტრები (ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი).
არიზონა – 15 მაისს გუბერნატორმა ახალი ბრძანება –Returning Stronger Order – გამოსცა, რომელიც ყველა დაწესებულების გახსნას (შეზღუდვების გათვალისწინებით) ითვალისწინებს.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (პარკი, კურორტი, აუზი, სპა ცენტრი, სპორტული დარბაზი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
გასართობი ცენტრები (კაზინოები).
არკანზასი – გუბერნატორის განცხადებით, 26 მაისიდან იგეგმება შტატის სრული გახსნა(გარკვეული შეზღუდვებით).
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი, სპორტული დარბაზი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
გასართობი ცენტრები (კაზინოები).
კალიფორნია – გუბერნატორმა გევინ ნიუსამის შტატის ეტაპობრივი გახსნის კრიტერიუმების მიხედვით, შტატი გახსნის მეორე ეტაპზეა. აღსანიშნავია, რომ შტატის გახსნა რეგიონების გადაწყვეტილების მიხედვით მიმდინარეობს. ასევე, კალიფორნიის შტატი დასავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Western States Pact .
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
სავაჭრო ობიექტები;
სილამაზის სალონები;
ინდუსტრიული აქტივობები (ოფისები, საწარმოები);
რეკრეაციული დაწესებულებები (ბანაკები).
კოლორადო – 27 აპრილიდან შტატი გადავიდა გახსნის პირველ ეტაპზე(Phase One). 4 მაისიდან დაიწყო ბიზნესების უმეტესობის ნაწილობრივი გახსნა. შტატი დასავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Western States Pact.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
სილამაზის სალონები;
ინდუსტრიული აქტივობები (ოფისები, საწარმოები);
რეკრეაციული დაწესებულებები (ბანაკები, პარკები).
კონექტიკუტი – შეზღუდული გახნსის ტემპი. შტატი აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი, პარკი, სპორტული დარბაზი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები მხოლოდ ღია სივრცეში (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები.
დელავერი – 31 მაისს სრულდება სახლში დარჩენის ბრძანება. შტატი აღოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
სავაჭრო ობიექტები;
სილამაზის სალონები.
ამ ეტაპზე არ გახსნილა სანაპირო კურორტები.
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი – მერის განცხადებით 24 მაისს ოლქი მზად იქნება გახნსის პირველ ფაზაში გადასასვლელად. მოქმედ სახლში დარჩენის ბრძანებას ვადა 8 ივნისს ეწურება.
ფლორიდა – 4 მაისიდან ფლორიდა გახსნის პირველ ფაზაზე გადავიდა. ამის შესახებ ბრძანება გუბერნატორმა რონ დესანტისმა პირველ მაისს გამოსცა. ასევე, შეიქმნა ფლორიდის გახსნის საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც გახსნის ფაზებს და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. ამჟამად ფლორიდა კვლავ პირველ ფაზაში იმყოფება.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი, პარკი, სპორტული დარბაზი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
სალოცავები.
ჯორჯია – 24 მაისიდან 31 მაისამდე, გუბერნატორის ბრძანების მიხედვით, გაიხსნა ბიზნესების უმეტესობა შეზღუდული ოპერირების პირობებით.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი, სპორტული დარბაზი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
სალოცავები.
ჰავაი – 30 ივნისამდე გახანგრძლივდა სახლშ დარჩენის ბრძანება თუმცა შტატში შეიმჩნევა კოვიდ-19-ის შემთხვევების კლება. შესაბამისად, შტატის გუბერნატორმა ბიზნესებს შეზღუდული ფუნქციონირების პირობით გახსნის უფლება მისცა.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი, სპორტული დარბაზი);
სავაჭრო ობიექტები;
სილამაზის სალონები.
აიდაჰო – შტატი გაიხსნა გუბერნატორის ეტაპობრივი გეგმის – Rebound Idaho– მიხედვით.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი, პარკი, სპორტული დარბაზი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
სალოცავები.
ილინოი – 5 მაისს შტატის გუბერნატორმა წარადგინა ეტაპობრივი გახნის გეგმა. თუმცა ბევრ დაწესებულებას გახსნის საშუალება ჯერ არ ეძლევა. შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition.
ინდიანა– გუბერნატორმა გამოსცა ბრძანება, რომელიც სხვადასხვა ბიზნეს დაწესებულებას განსაკუთრებულ პირობებში გახსნის უფლებას აძლევს. შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები.
აიოვა – გუბერნატორის ბრძანებით, 15 მაისიდან შეზღუდვებით გაიხსნა სილაზის სალონები, სპა ცენტრები და სხვა მსგავსი დაწესებულებები.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი, სპორტული დარბაზი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
გასართობი ცენტრები (ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი);
სალოცავები.
კანზასი – 4 მაისიდან ძალაში შევიდა გუბერნატორის ბრძანება – Ad Astra: A Plan to Reopen Kansas – შტატის ეტაპობრივი გახსნის შესახებ. ამჟამად კანსაზი გახსნის 1.5 ეტაპზე იმყოფება, რომლის მიხედვით სილაზის სალონებს, სპა ცენტრებს, სპორტულ დარბაზებს გახნსის უფლება მიეცათ.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
გასართობი ცენტრები (ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი);
სალოცავები.
კენტაკი – 27 აპრილიდან დაიწყო შტატის ეტაპობრივი გახსნა. შტატი უკვე გახსნის მესამე ფაზაშია. შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
გასართობი ცენტრები (ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი);
სალოცავები.
ლუიზიანა – 15 მაისი/ გუბერნატორმა ჯონ ბელმა გამოსცა ბრძანება და ასევე განმარტა, რომ ბიზნესებს, პირობების დაცვის შემთხვევაში, გახსნის უფლება აქვთ.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
გასართობი ცენტრები (ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი);
სალოცავები.
მეინი – გუბერნატორმა 31 მაისამდე გაახანგრძლივა Shelter in Place ბრძანება და ფაზირებული გახსნის პროცედურები დააანონსა. აღსანიშნავია, რომ შტატის გახსნა რეგიონების გადაწყვეტილების მიხედვით მიმდინარეობს.
შტატის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
გასართობი ცენტრები (ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი);
სალოცავები.
მერილენდი – გუბერნატორმა ლარი ჰოგანმა 15 მაისიდან შტატის ეტაპობრივი გახსნის გეგმა Roadmap to Recovery, Stage One წარადგინა. აღსანიშნავია, რომ შტატის გახსნა რეგიონების (counties) გადაწყვეტილების მიხედვით მიმდინარეობს.
შტატის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
გარე რეკრეაციული დაწესებულებები;
სავაჭრო ობიექტები;
საწარმოები.
ამ ეტაპზე არ გახსნილა სანაპირო კურორტები.
მასაჩუსეტსი – 18 მაისს გუბერნატორმა წარადგინა ეტაპობრივი გახსნის გეგმა, რომელიც გახსნის 4 ეტაპს განსაზღვრავს. შტატი აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
გარე რეკრეაციული დაწესებულებები;
სავაჭრო ობიექტები;
საწარმოები.
მიჩიგანი – გუბერნატორმა გრეჩენ ვიტმერმა წარადგინა შტატის გახსნის გეგმა MI Safe Start Plan. თუმცა, მიჩიგანის შტატში გახნსის ტემპი შედარებით ნელა მიმდინარეობს. შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
გარე რეკრეაციული დაწესებულებები;
სავაჭრო ობიექტები;
საწარმოები.
მინესოტა – 27 აპრილიდან შტატმა დაიწყო ეტაპობრივი გახსნა. 17 მაისს კი ვადა გაუვიდა სახლში დარჩენის ბრძანებას. შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
გარე რეკრეაციული დაწესებულებები;
სავაჭრო ობიექტები;
საწარმოები.
მისისიპი – გუბერნატორმა 27 აპრილიდან დაიწყო შტატის ეტაპობრივი გახსნა.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
სალოცავები.
მისური – შტატის გუბერნატორის მაიკ პარსონსის ბრძანების მიხედვით, 6 მაისიდან დაიწყო შტატის ეტაპობრივი გახსნა.
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები.
მონტანა – 27 აპრილს შტატის გუბერნატორმა სტივ ბულოკმა წარადგინა შტატის გახსნის გეგმა.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
გასართობი ცენტრები (ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი);
სალოცავები.
ნებრასკა – შტატის მხარეების (counties) უმეტესობა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას გახსნის შესახებ.
ნევადა -30 აპრილს ვადა გაუვიდა სახლში დარჩენის ბრძანებას. გუბერნატორმა სტივ სისოლაკმა წარადგინა შტატის გახსნის გეგმა. შტატი დასავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Western States Pact.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (კურორტი);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
ოფისები.
ამ ეტაპზე არ გახსნილა კაზინოები.
ნიუ ჰემპშირი – 31 მაისი/ გუბერნატორმა კრის სუნუნუმ ახალი ბრძანება –Stay at Home 2.0– გამოსცა, რომელიც ეტაპობრივ გახსნას ითვალისწინებს.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
გარე რეკრეაციული დაწესებულებები;
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები.
ნიუ ჯერსი – ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორმა ფილ მერფიმ გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლის მიხედვითაც: 18 მაისიდან განახლდება არა-არსებითი მშენებლობები18 მაისიდან გაიხსნება არა-არსებითი მაღაზიები. დაშვებულია გარკვეული ღონისძიებები სოციალური დისტანცირების დაცვით. შტატი აღოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council. .
ნიუ მეხიკო – შტატის გახსნა რეგიონების (counties) გადაწყვეტილების მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა ძალაში რჩება სახლში დარჩენის ბრძანება.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
გარე რეკრეაციული დაწესებულებები;
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
საწარმოები;
სალოცავები.
ნიუ იორკი – შტატის 5 რეგიონი – Central NY, Mohawk Valley, Southern Tier, the North Country და the Finger Lakes – დაიწყებს ეტაპობრივ გახსნას. ჩამოთვლილ რეგიონებში, საცალო ვაჭრობის მაღაზიებს შეეძლებათ დაიწყონ პროდუქტის მაღაზიიდან გატანის ე.წ. Pickup სერვისი; გაიხსნება სათბურები და სანერგეები; გაგრძელდება მშენებლობა და ლანდშაფტური მომსახურება. NY on PAUSE რეგულაცია გაგრძელდება ყველა დანარჩენი რეგიონისთვის 28 მაისამდე. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული რეგიონი მიაღწევს სასურველ მოცემულობას, შესაძლებელი გახდება 28 მაისამდეც გახსნა. შტატი აღოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council.
ჩრდილოეთ კაროლინა – 8 მაისს, გუბერნატორმა როი კუპერმა დაასახელა შტატის გახსნის კრიტერიუმები.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
სავაჭრო ცენტრები.
ჩრდილოეთ დაკოტა – 1 მაისიდან გუბერნატორმა დაგ ბურგუმმა დაიწყო შტატის ეტაპობრივი გახსნა.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები;
სილამაზის სალონები;
ოფისები;
გასართობი ცენტრები.
ოჰაიო – 1 მაისი/ მოსალოდნელია შტატის ეტაპობრივი გახსნა. შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები;
სავაჭრო ობიექტები;
სილამაზის სალონები;
ოფისები;
საწარმოები;
სალოცავები.
ოკლაჰომა – 24 აპრილიდან გუბერნატორმა კევინ სტიტმა წარადგინა ეტაპობრივი გახსნის გეგმა და დაიწყო შტატის გახსნა.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (სპორტული დარბაზები, კურორტები);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
საწარმოები;
სალოცავები.
ორეგონი – პირველი ფაზა/ 17 მაისს გუბერნატორმა კეიტ ბრაუნმა შტატის გახსნის ეტაპობრივი გეგმა და კრიტერიუმები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ შტატის გახსნა რეგიონების (counties) გადაწყვეტილების მიხედვით მიმდინარეობს. ასევე, შტატი დასავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Western States Pact.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
გარე რეკრეაციული დაწესებულებები;
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები.
პენსილვანია – 15 მაისს გუბერნატორმა ტომ ვულფმა გამოსცა ბრძანება, Process to Reopen Pennsylvania. აღსანიშნავია, რომ შტატის გახსნა რეგიონების გადაწყვეტილების მიხედვით მიმდინარეობს.
ასევე, შტატი აღოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
გარე რეკრეაციული დაწესებულებები;
სავაჭრო ობიექტები;
როუდ აილენდი – 18 მაისს გუვერნატორმა გამოსცა პრეს რელიზი. აღსანიშნავია, რომ შტატი გახსნის მეორე ფაზაში ივნისის დასაწყისში გადავა. შტატი აღოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (სპორტული დარბაზები, კურორტები);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები.
სახმრეთ კაროლინა – 15 მაისს გუბერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა გამოსცა ბრძანება, რომელიც შტატში ბიზნესების უმეტესობას 18 მაისიდან გახსნის უფლებას აძლევს.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (სპორტული დარბაზები, კურორტები);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
საწარმოები;
სალოცავები.
სამხრეთ დაკოტა – გუბერნატორმა კრისტი ნოემმა გამოსცა გზამკვლევი South Dakota’s Back to Normal Plan, რომელიც შტატის ეტაპობრივ გახნსის გეგმებს აღწერს.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (სპორტული დარბაზები, კურორტები);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები.
ტეხასი – გუბერნატორმა გრეგ აბოტმა გამოსცა შტატის გახსნის პირველი ეტაპის ბრძანება. ასევე გუბერნატორის 5 მაისის ბრძანების მიხედვით, იგეგმება შტატში მოქმედი ბიზნესების უმრავლესობის 25% დატვირთვით გახსნა.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (სპორტული დარბაზები, კურორტები);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
საწარმოები;
სალოცავები.
იუტა – გუბერნატორმა გამოსცა შტატის გახსნის გეგმა – Utah Leads Together- და შტატში კოვიდ-19-ის გავრცელების დაბალი რისკის ფაზა გამოაცხადა, რომელიც შტატის აქტიური გახსნას გულისხმობს.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (სპორტული დარბაზები, კურორტები);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
სალოცავები.
ვერმონტი – 15 მაისს გუბერნატორმა ფილიპ სკოტმა შტატის ეტაპობრივი გახსნის გეგმა წარადგინა. შტატი გახნსის პირველ ეტაპზეა.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (სპორტული დარბაზები, კურორტები);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
საწარმოები;
სალოცავები.
ვირჯინია – 15 მაისს გუბერნატორმა გახსნის პირველი ფაზა გამოაცხადა, თუმცა შტატის რამდენიმე მხარე გახსნის პირველ ფაზას მოგვიანებით 28 მაისს დაიწყებს. იხილეთ მეტი. აღსანიშნავია, რომ შტატის გახსნა რეგიონების გადაწყვეტილებების მიხედვით მიმდინარეობს.
ვაშინგტონი – გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ შტატის ეტაპობრივი გახსნა დაიწყო. 16 მაისს გუბერნატორმა განაცხადა, რომ შტატი გახსნის მეორე ფაზაში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ შტატის გახსნა რეგიონების გადაწყვეტილების მიხედვით მიმდინარეობს. ასევე, შტატი დასავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Western States Pact.
დასავლეთ ვირჯინია – 14 მაისს გუბერნატორმა გამოსცა დამატებითი მითითებების კრებული, რომელიც შტატის გახნსის კრიტერიუმებს განსაზღვრავს.26 აპრილს გუბერნატორმა დაანონსა ექვსკვირიანი ეტაპობრივი გახსნის გეგმა – West Virginia Strong Comeback.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
გარე რეკრეაციული დაწესებულებები;
სილამაზის სალონები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები).
ვისკონსინი – 27 აპრილს გუბერნატრომა ტონი ევერსმა გამოსცა ბრძანება – Interim Order to Turn the Dial – რომელიც 29 აპრილიდან შტატის ეტაპობრივ გახსნას გულისხმობს. შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (პარკები, გოლფის კლუბები);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
ოფისები;
სალოცავები.
ვაიომინგი – 14 მაისს გუბერნატორმა გამოსცა ბრძანება, რომელიც რესტორნებსა და სხვა დაწესებულებებს შეზღუდვებით გახსნის უფლებას აძლევს.
შეზღუდვებით გაიხსნა შემდეგი დაწესებულები:
რეკრეაციული დაწესებულებები (სპორტული დარბაზები, პარკები, კურორტები);
სავაჭრო ობიექტები;
საკვები ობიექტები (რესტორნები, ბარები, კაფეები);
სილამაზის სალონები;
გასართობი ცენტრები (ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი);
ოფისები;
სალოცავები.
11 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალურ დონეზე National Emergency Disaster Declaration გამოაცხადა, რომელიც აშშ-ის ყველა შტატს მოიცავს. ეს დეკლარაცია ყველა შტატს კორონა ვირუსის წინააღმდეგ დამატებითი ფედერალური დახმარების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, გუბერნატორებისა და ადგილოგრივი მმართველობების მიერ სახლში დარჩენის Stay Home ბრძანებები გამოიცა თითქმის ყველა შტატსა და ტერიტორიაზე. Stay Home ბრძანებები მოუწოდებენ შტატების მოსახლეობას დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) და ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტების რეკომენდაციები.
იხილეთ CDC-ის რამდენიმე რეკომენდაცია:
- დაიცავით სოციალური დისტანცირების წესები (2 მეტრის დაშორებით);
- დაიბანეთ ხელები და დეზინფექცია ჩუატარეთ ხშირად მოხმარების ნივთებს;
- დარჩით სახლში რამდენადაც ეს შესაძლებელია;
- გარეთ გასვლისას გამოიყენეთ სახის ნიღაბი (დაიფარეთ პირი და ცხვირი).
დამატებით იხილეთ: კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები შტატების მიხედვით