საგანგებო მდგომარეობა/გახსნის გეგმები შტატების მიხედვით

24 აპრილს, პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა შტატებში კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა “Opening Up America Again“. პრეზიდენტმა შტატებს წარუდგინა შტატის გახსნის ეტაპები.

გეგმის კრიტერიუმების მიხედვით შტატების გუბერნატორებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება შტატებში სხვადასხვა შეზღუდვების მოხსნის და შტატის ეტაპობრივი გახნსის შესახებ.

29 აპრილის მონაცემებით, აშშ-ის რამდენიმე შტატის გუბერნატორმა უკვე წარადგინა შტატის გახსნის გეგმა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას ითვალისწინებს.

იხილეთ საგანგებო ბრძანებები და გახსნის გეგმები შტატების მიხედვით:

ალაბამა – 15 მაისი/ გუბერნატორმა ახალი –Safer at Home -ბრძანება გამოსცა, რომელიც შტატის ეტაპობრივ (phased-in approach) გახსნას გულისხმობს და გარკვეულ დაწესებულებებს ფუნქციონირების უფლებას აძლევს. 

ალასკა – გუბერნატორმა შტატის გახსნის პირველი ეტაპი/ფაზა გამოაცხადა – Phase 1 Reopen Alaska Responsibly- რომელიც გარკვეულ დაწესებულებებს ფუნქციონირების უფლებას აძლევს. 

არიზონა – 1 მაისს გუბერნატორმა ახალი ბრძანება –Returning Stronger Order – გამოსცა. 

არკანზასი – გუბერნატორის განცხადებით, 6 მაისიდან იგეგმება შტატის ეტაპობრივი გახსნა, სილამაზის სალონების, სამედიცინო სპა საშუალებების და სხვა სახის მაღაზიებს შეეძლებათ ლიმიტირებული სერვისებით ფუნქციონირება. 

კალიფორნია – უვადო/ კალიფორნიის შტატი დასავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Western States Pact . ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება შტატის მასშტაბის შეზღუდვები, თუმცა გუბერნატორმა გევინ ნიუსამმა შტატის ეტაპობრივი გახსნის კრიტერიუმები წარადგინა.
ასევე, 29 აპრილს,
 სან ფრანცისკოს მერმა, ლონდონ ბრიდმა და ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა გრანტ კოლფაქსმა 29 აპრილს გამოაცხადეს ახალი ბრძანების შესახებ, რომელიც „დარჩი სახლში“ ბრძანებას 31 მაისამდე გაახანგრძლივებს. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდება 4 მაისიდან გავრცელდება კალიფორნიის 6 ოლქში და ერთ ქალაქში (Alameda, Contra Costa, Marin, San Francisco, San Mateo, and Santa Clara counties, as well as the City of Berkeley). დეტალები იხილეთ აქ

კოლორადო –  27 აპრილიდან შტატი გადავიდა გახსნის პირველ ეტაპზე(Phase One). შტატი დასავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Western States Pact

კონექტიკუტი – 20 მაისი. შტატი აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council. 

დელავერი – 15 მაისი/  შტატი აღოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council. 

ფლორიდა – 4 მაისიდან ფლორიდა გახსნის პირველ ფაზაზე გადადის. ამის შესახებ ბრძანება გუბერნატორმა რონ დესანტისმა პირველ მაისს გამოსცა. ასევე, შეიქმნა ფლორიდის გახსნის საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც გახსნის ფაზებს და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

ჯორჯია – 23 მაისი/ გუბერნატორის ბრძანების მიხედვით, გაიხსნა ბიზნესების უმეტესობა შეზღუდული ოპერირების პირობებით

ჰავაი – შტატში შეიმჩნევა კოვიდ-19-ის შემთხვევების კლება, შესაბამისად შტატის გუბერნატორმა ბიზნესებს შეზღუდული ფუნქციონირების პირობით გახსნის უფლება მისცა. 

აიდაჰო –  შტატი გეგმავს ეტაპობრივ გახსნას, გუბერნატორმა ბრედ ლიტლმა ახალი ეტაპობრივი გეგმა – Rebound Idaho– წარადგინა. 

ილინოი – 30 მაისი/ თუმცა გუბერნატორმა გამოსცა ბრძანება, რომელიც გახსნის ეტაპებს განსაზღვრავს. შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition. 

ინდიანა–  გუბერნატორმა გამოსცა ბრძანება, რომელიც სხვადასხვა ბიზნესს განსაკუთრებული პირობებში გახსნის უფლებას აძლევს. შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition. 

აიოვა – 27 მაისი/ გახანგრძლივდა გუბერნატორის Public Health Emergency Declaration. 

კანზასი – 4 მაისიდან ძალაში შევიდა გუბერნატორის ბრძანება – Ad Astra: A Plan to Reopen Kansas – შტატის ეტაპობრივი გახსნის შესახებ.

კენტაკი – 27 აპრილიდან დაიწყო შტატის ეტაპობრივი გახსნა.  შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition. 

ლუიზიანა – 15  მაისი/ გუბერნატორმა ჯონ ბელმა გამოსცა ბრძანება და ასევე განმარტა, რომ ბიზნესებს, პირობების დაცვის შემთხვევაში, გახსნის უფლება აქვთ. 

მეინი – 31 მაისი/ გუბერნატორმა 31 მაისამდე გაახანგრძლივა Shelter in Place ბრძანება და ფაზირებული გახსნის პროცედურები დააანონსა

მერილენდი – უვადო. გუბერნატორმა ლარი ჰოგანმა განაცხადა, რომ შტატის გახსნას მხოლოდ ინფიცირების შემთხვევების შენელების შემთხვევაში დაიწყებს. 

მასაჩუსეტსი – 4 მაისს იწურება საგანგებო ბრძანება – Shelter at Home Emergency Order – შტატი აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council. . 

მიჩიგანი – 28 მაისი/ შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition. 

მინესოტა – 17 მაისი/ კვირის ბოლომდე დაანონსებულია გუბერნატორი ტიმ ვალცის განცხადება. შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition. 

მისისიპი – 11 მაისი/ ორგანიზაციების უმრავლესობა დახურულია, ასევე დაიხურა სკოლები აკადემიური წლის ბოლომდე. 

მისური – შტატის გუბერნატორის მაიკ პარსონსის ბრძანების მიხედვით, 6 მაისიდან დაიწყება შტატის ეტაპობრივი გახსნა. 

მონტანა – 27 აპრილს შტატის გუბერნატორმა სტივ ბულოკმა წარადგინა შტატის გახსნის გეგმა.

ნებრასკა – არ გამოცემულა შტატის მასშტაბის ბრძანება. შტატის მხარეების (counties) უმეტესობა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას გახსნის შესახებ. 

ნევადა -30 აპრილს ვადა გაუვიდა სახლში დარჩენის ბრძანებას / გუბერნატორმა სტივ სისოლაკმა წარადგინა შტატის გახსნის გეგმა. შტატი დასავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Western States Pact.

ნიუ ჰემპშირი – 31 მაისი/ გუბერნატორმა კრის სუნუნუმ ახალი ბრძანება –Stay at Home 2.0– გამოსცა, რომელიც ეტაპობრივ გახსნას ითვალისწინებს. 

ნიუ ჯერსი – 15 მაისი/ შტატი აღოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council. . 

ნიუ მეხიკო – 30 აპრილი/ მოსალოდნელია ბრძანების გახანგრძლივება. 

ნიუ იორკი – 15 მაისი/ გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ შტატის გახსნის მრჩეველთა საბჭოს შექმნა დაანონსა.  შტატი აღოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council. 

ჩრდილოეთ კაროლინა – 8 მაისი/ გუბერნატორმა როი კუპერმა დაასახელა შტატის გახსნის კრიტერიუმები

ჩრდილოეთ დაკოტა – არ გამოცემულა შტატის მასშტაბის ბრძანება, თუმცა დაიხურა სკოლები და არაარსებითი საჭიროების ბიზნესები. 

ოჰაიო – 1 მაისი/ მოსალოდნელია შტატის ეტაპობრივი გახსნა. შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition. 

ოკლაჰომა – 6 მაისი/ 24 აპრილიდან გუბერნატორმა კევინ სტიტმა წარადგინა ეტაპობრივი გახსნის გეგმა და დაიწყო შტატის გახსნა. 

ორეგონი – უვადო/ გუბერნატორმა კეიტ ბრაუნმა შტატის გახსნის ეტაპობრივი გეგმა და კრიტერიუმები წარადგინა. შტატი დასავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Western States Pact

პენსილვანია – 8 მაისი/ შტატი აღოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council. 

როუდ აილენდი – 15 მაისი/ შტატი აღოსავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Multi-State Council. 

სახმრეთ კაროლინა – 12 მაისი/გუვერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა შექმნა შტატის გახნსის მრჩეველთა საბჭო.  

სამხრეთ დაკოტა – არ გამოცემულა შტატის მასშტაბის ბრძანება, თუმცა დაიხურა სკოლები და არაარსებითი საჭიროების ბიზნესები. 

ტეხასი – 30 აპრილი/ გუბერნატორმა გრეგ აბოტმა გამოსცა შტატის გახსნის პირველი ეტაპის ბრძანება

იუტა – გუბერნატორმა გამოსცა შტატის გახსნის გეგმა – Utah Leads Together – შტატში არ გამოცემულა Stay Home ბრძანება, თუმცა დაიხურა სკოლები და არაარსებითი საჭიროების ბიზნესები.

ვერმონტი – 15 მაისი/ გუბერნატორმა ფილიპ სკოტმა შტატის ეტაპობრივი გახსნის გეგმა წარადგინა.  

ვირჯინია – 10 ივნისი/ ჯერჯერობით არ გამოცემულა შტატის გახსნის გეგმა. 

ვაშინგტონი – 4 მაისი/ გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ შტატის ეტაპობრივი გახსნა დაანონსა. შტატი დასავლეთ სანაპიროს შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Western States Pact.

დასავლეთ ვირჯინია – უვადო/ 27 აპრილს გუბერნატორმა დაანონსა ექვსკვირიანი ეტაპობრივი გახსნის გეგმა – West Virginia Strong Comeback. 

ვისკონსინი – 26 მაისი/ 27 აპრილს გუბერნატრომა ტონი ევერსმა გამოსცა ბრძანება – Interim Order to Turn the Dial – რომელიც 29 აპრილიდან შტატის ეტაპობრივ გახსნას გულისხმობს. შტატი ცენტრალური დასავლეთის შტატებთან შეთანხმებით მოქმედებს Midwest Governors Coalition. 

ვაიომინგი – არ გამოცემულა შტატის მასშტაბის ბრძანება, თუმცა დაიხურა სკოლები და არაარსებითი საჭიროების ბიზნესები. 

11 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალურ დონეზე National Emergency Disaster Declaration გამოაცხადა, რომელიც აშშ-ის ყველა შტატს მოიცავს. ეს დეკლარაცია ყველა შტატს კორონა ვირუსის წინააღმდეგ დამატებითი ფედერალური დახმარების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, გუბერნატორებისა და ადგილოგრივი მმართველობების მიერ სახლში დარჩენის Stay Home ბრძანებები გამოიცა თითქმის ყველა შტატსა და ტერიტორიაზე. Stay Home ბრძანებები მოუწოდებენ შტატების მოსახლეობას დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) და ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტების რეკომენდაციები.

იხილეთ CDC-ის რამდენიმე რეკომენდაცია:

  • დაიცავით სოციალური დისტანცირების წესები (2 მეტრის დაშორებით);
  • დაიბანეთ ხელები და დეზინფექცია ჩუატარეთ ხშირად მოხმარების ნივთებს;
  • დარჩით სახლში რამდენადაც ეს შესაძლებელია;
  • გარეთ გასვლისას გამოიყენეთ სახის ნიღაბი (დაიფარეთ პირი და ცხვირი).

დამატებით იხილეთ: კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები შტატების მიხედვით 

SHARE