აშშ-ში საკვების უფასო გადანაწილების პუნქტები კორონავირუსის პირობებში

გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ აღნიშნული ვებ-გვერდები განახლებული ინფორმაციისათვის!

შტატების ადგილობრივი თვითმმართველობები და კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციები Covid-19 ვირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას უფასოდ ეხმარებიან და საკვების გარდა, უზრუნველყოფენ ტანსაცმლითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. უახლოესი დახმარების ლოკაციის მოსაძიებლად, გთხოვთ შეამოწმოთ ქვემოთ მითითებული ორგანიზაციების ბმულები თქვენი დასახლების საფოსტო კოდის (zip code) მითითებით:

Department of Social Services

Feeding America

Need Help with Bills

ასევე ზოგიერთ შტატში ფუნქციონირებს საკვები პროდუქტებით დახმარების პროგრამა (Supplemental Nutrition Assistance Program – SNAP), რომელიც დახმარება უწევს დაბალი შემოსავალის და რესურსების მქონე პირებსა და ოჯახებს.

ნიუ იორკი

ქ. ნიუ იორკის განათლების დეპარტამენტი უზრუნველყოფს უფასო ყოველდღიურ სამჯერად კვებას ნებისმიერი ნიუ იორკელისთვის ქალაქის 400-ზე მეტ სპეციალურ კვების ობიექტში (Meal Hubs)

სპეციალურ  კვების ობიექტებში (Meal Hubs) საკვების აღება შესაძლებელია დილის 7:30 საათიდან შუადღის 1:30 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დილის 7:30 საათიდან 11:30 მდე მოემსახურებიან ბავშვებსა და ოჯახებს, ხოლო 11:30 საათიდან 1:30-მდე – ზრდასრულ ადამიანებს.

  • აღნიშნული დროის მონაკვეთში არც ერთ მიბრძანებულ ადამიანს არ დატოვებენ საკვების გარეშე;
  • ყველას, ზრდასრულს და ბავშვს, შეუძლიათ მიიღონ სამჯერადი კვებისათვის განკუთვნილი საკვები ერთ მისვლაზე;
  • ვეგეტარიანელთა და ჰალალის მომხმარებელთა საკვები ხელმისაწვდომია ყველა სპეციალური კვების ობიექტში;
  • ადგილზე საკვების მირთმევა არ შეიძლება;
  • ბავშვების საკვების წაღება შეუძლიათ როგორც მშობლებს, ისე მეურვეებს;
  • რეგისტრაცია და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო არ არის.

საკვები ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

მენიუს შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე 

საკვების მიწოდების დღეები, ადგილმდებარეობა და მენიუ ექვემდებარება ცვლილებებს. გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ გვერდზე

ფილადელფია

ფილადელფიაში შეიქმნა სპეციალური პუნქტები, სადაც ფილადელფიის მცხოვრებთ შეუძლიათ, უფასოდ მიიღონ საკვები თავიანთი ოჯახის წევრებისათვის. ასეთი სპეცადგილმდებარეობები იმუშავებენ კვირის დღეებში, ორშაბათს და ხუთშაბათს დილის 10 საათიდან შუადღის 12 საათამდე;

ქალაქის მცხოვრებთ არ დასჭირდებათ თავიანთი პირადობის ან შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა საკვების მისაღებად.იხილეთ ინფორმაცია უკვე არსებული საკვები პუნქტებისა და მათი მისამართების თაობაზე შემდეგ ვებ გვერდზე. 

ასევე, დამატებით 80-ზე მეტი პუნქტი ამოქმედდა სტუდენტებისათვის უფასო საკვების დასარიგებლად. სტუდენტებისათვის გახსნილი ასეთი პუნქტები მოქმედებს 49 სხვადასხვა სკოლის შენობაში და ღიაა ორშაბათობით და ხუთშაბათობით დილის 9 საათიდან შუადღის 12 საათამდე.

კოლუმბიის ოლქი, მერილენდი, ვირჯინია

კოლუმბიის ოლქი 

24 მარტიდან, კვირის დღეებში9-12 საათებში, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ უფასო საკვები მიიღონ ვაშინგტონში მდებარე სკოლებიდან. იხილეთ სკოლების სია.

მერილენდის შტატი

მერილენდის შტატში მსგავსი ზომები მიიღეს სხვადასხვა ოლქის საჯარო სკოლებმაც, რომლებიც 18 წლამდე მიღწეულ პირებს უფასო საკვებს სთავაზობენ. მერილენდში თქვენს ოლქში შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს.

ვირჯინიის შტატი

ვირჯინიის შტატში საჯარო სკოლებში 2-დან 18 წლამდე პირებისთვის ასევე გამოიყო უფასო საკვების მიღების პუნქტები. ძირითად ოლქებში უფასო საკვების მიღება დილის 8-დან 13 საათამდეა შეაძლებელი. თქვენს ოლქში შესაბამისი პუნქტის მოსაძებნად ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს.

ჯორჯიის შტატი

ჯორჯიის შტატში, SNAP დაეხმარება  ნებისმიერ მოქალაქეს სასურსათო ნივთების შესაძენი თანხით. განაცხადისთვისთვის საჭიროა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • მოქალაქეობის/ემიგრაციის სტატუსი
  • დახმარების მთხოვნელთა სოციალური დაცვის ნომრები
  • ინფორმაცია შემოსავლის შესახებ

ონლაინ განაცხადის შექმნა და გაგზავნა შესაძლებელია ვებ გვერდზე

დახმარების მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს ოჯახის და ბავშვთა მომსახურების ადგილობრივ (DFCS) ოფისს. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე

ფლორიდის შტატი

SNAP განაცხადისთვის საჭიროა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მოქალაქეობის/ემიგრაციის სტატუსი (უნდა იყოს ფლორიდის შტატის მაცხოვრებელი);
  • სოციალური დაცვის ნომერი;
  • ინფორმაცია შემოსავლის შესახებ;

სხვა დამატებითი ინფორმაციის და საჭირო დოკუმენტაციის ხილვა შესაძლებელია საიტზე 

ონლაინ განაცხადის შექმნა და გაგზავნა შესაძლებელია ვებ გვერდზე 

Commodity Supplemental Food Program დახმარებას უწევს ასაკოვან ხალხს.

მასაჩუსეტსის შტატი

. ბოსტონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომისიის განცხადების თანახმადიმ მოქალაქეებს რომლებსაც პრობლემები შეექმნათ კვებასთან დაკავშირებით ქალაქი  უზრუნველყოფს უფასო საკვებით. საკვების წამოღება შესაძლებელია შემდეგ საათებსა და  შემდეგ მისამართებზე:

დილის 8 საათიდან შუადღის 12 საათამდე – East Boston YMCA branch at 215 Bremen St; The Egleston Square YMCA branch at 3134 Washington St. in Roxbury; Oak Square YMCA branch at 615 Washington St. in Brighton

დილის 9 საათიდან შუადღის 12 საათამდე – BCYF Leahy/Holloran community center at 1 Worrell St; The BCYF Mattahunt building at 100 Hebron St. in Mattapan; 

დილის 10 საათიდან შუადღის 12 საათამდე – The Mary Ellen McCormack housing development at Sterling Square in South Boston

უფასო საკვების გაცემის საათები და მისამართები ექვემდებარება ცვლილებებს. გთხოვთ ადგილზე მისვლამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზე , დარეკოთ შემდეგ ნომერზე 617-635-3717 ან გააგზავნოთ ელექტრონული შეტყობინება შემდეგ მისამართზე food@boston.gov;

ქალაქი ასევე გასცემს საკვებს ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის, სამუშაო კვირის დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) დილის 8 საათიდან შუადღის 12 საათამდე, ქალაქში 60-მდე არსებულ ლოკაციაზე. ზუსტი სია იხილეთ ბმულზე

პენსილვანიის შტატი

თუ თქვენ დარჩით სამსახურისა და შემოსავლის გარეშე, შგიძლიათ ისარგებლოთ პენსილვანიის შტატის საკვების ბანკებით, რომლებსაც შტატის და ფედერალური მთავრობა აფინანსებს. აღნიშნული ასევე ეხება სერვისში მომუშავეებს და საათობრივად ანაზღაურებად თანამშრომმლებს, რომლებიც არა-არსებით ბიზნესებში იყვნენ დაკავებულები. თქვენ უნდა შეავსოთ სპეციალური ფორმა  Self-Declaration of Need  (ფორმები ხელმისაწვდომია ესპანურ Spanish და რუსულ Russian ენებზეც).

დაუკავშირდით Feeding PennsylvaniaOpens In A New Window და Hunger-Free PennsylvaniaOpens In A New Window რომ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენს ადგილსამყოფელთან არსებული საკვების ბანკების შესახებ. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ Department of Human Services’ map.

საკვების ბანკები აწვდიან საკვებს სხვადასხვა სააგენტოებს, თავშესაფრებისა და სასადილოების ჩათვლით. გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენი რეგიონული საკვების ბანკის ვებსაიტს, რომლებიც გადაგამისამართებენ შესაბამის სააგენტოში. ბევრი საკვების ბანკი, ასევე, აწარმოებს ე.წ. “drive-through” დისტრიბუციას.

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი იმყოფება იზოლაციაში ან კარანტინში, დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ საკვების ბანკს და კითხეთ, თუ აქვთ მოტანის სერვისი. პენსილვანიის შტატის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა გამოსცა სპეციალური გზამკვლევი  საკვები ბანკებისთვის, როგორ მოახდინონ საკვების გადაცემა უსაფრთხოდ.

პენსილვანიის განათლების დეპარტამენტის ვებსაიტზე შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება სკოლის მოსწავლეების საკვების შესახებ. ​

საკვები ბანკების ჩამონათვალი ოლქების მიხედვით:

გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ აღნიშნული ვებ-გვერდები განახლებული ინფორმაციისათვის!

SHARE