აშშ-ში საკვების უფასო გადანაწილების პუნქტები კორონავირუსის პირობებში

გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ აღნიშნული ვებ-გვერდები განახლებული ინფორმაციისათვის!

შტატების ადგილობრივი თვითმმართველობები და კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციები Covid-19 ვირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას უფასოდ ეხმარებიან და საკვების გარდა, უზრუნველყოფენ ტანსაცმლითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. უახლოესი დახმარების ლოკაციის მოსაძიებლად, გთხოვთ შეამოწმოთ ქვემოთ მითითებული ორგანიზაციების ბმულები თქვენი დასახლების საფოსტო კოდის (zip code) მითითებით:

Department of Social Services

Feeding America

Need Help with Bills

 

ნიუ იორკი

ქ. ნიუ იორკის განათლების დეპარტამენტი უზრუნველყოფს უფასო ყოველდღიურ სამჯერად კვებას ნებისმიერი ნიუ იორკელისთვის ქალაქის 400-ზე მეტ სპეციალურ კვების ობიექტში (Meal Hubs)

სპეციალურ  კვების ობიექტებში (Meal Hubs) საკვების აღება შესაძლებელია დილის 7:30 საათიდან შუადღის 1:30 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დილის 7:30 საათიდან 11:30 მდე მოემსახურებიან ბავშვებსა და ოჯახებს, ხოლო 11:30 საათიდან 1:30-მდე – ზრდასრულ ადამიანებს.

  • აღნიშნული დროის მონაკვეთში არც ერთ მიბრძანებულ ადამიანს არ დატოვებენ საკვების გარეშე;
  • ყველას, ზრდასრულს და ბავშვს, შეუძლიათ მიიღონ სამჯერადი კვებისათვის განკუთვნილი საკვები ერთ მისვლაზე;
  • ვეგეტარიანელთა და ჰალალის მომხმარებელთა საკვები ხელმისაწვდომია ყველა სპეციალური კვების ობიექტში;
  • ადგილზე საკვების მირთმევა არ შეიძლება;
  • ბავშვების საკვების წაღება შეუძლიათ როგორც მშობლებს, ისე მეურვეებს;
  • რეგისტრაცია და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო არ არის.

საკვები ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

მენიუს შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე 

საკვების მიწოდების დღეები, ადგილმდებარეობა და მენიუ ექვემდებარება ცვლილებებს. გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ გვერდზე

 

ფილადელფია

ფილადელფიაში შეიქმნა სპეციალური პუნქტები, სადაც ფილადელფიის მცხოვრებთ შეუძლიათ, უფასოდ მიიღონ საკვები თავიანთი ოჯახის წევრებისათვის. ასეთი სპეცადგილმდებარეობები იმუშავებენ კვირის დღეებში, ორშაბათს და ხუთშაბათს დილის 10 საათიდან შუადღის 12 საათამდე;

ქალაქის მცხოვრებთ არ დასჭირდებათ თავიანთი პირადობის ან შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა საკვების მისაღებად.იხილეთ ინფორმაცია უკვე არსებული საკვები პუნქტებისა და მათი მისამართების თაობაზე შემდეგ ვებ გვერდზე. 

ასევე, დამატებით 80-ზე მეტი პუნქტი ამოქმედდა სტუდენტებისათვის უფასო საკვების დასარიგებლად. სტუდენტებისათვის გახსნილი ასეთი პუნქტები მოქმედებს 49 სხვადასხვა სკოლის შენობაში და ღიაა ორშაბათობით და ხუთშაბათობით დილის 9 საათიდან შუადღის 12 საათამდე.

 

კოლუმბიის ოლქი, მერილენდი, ვირჯინია

კოლუმბიის ოლქი 

24 მარტიდან, კვირის დღეებში9-12 საათებში, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ უფასო საკვები მიიღონ ვაშინგტონში მდებარე სკოლებიდან. იხილეთ სკოლების სია.

მერილენდი

მერილენდის შტატში მსგავსი ზომები მიიღეს სხვადასხვა ოლქის საჯარო სკოლებმაც, რომლებიც 18 წლამდე მიღწეულ პირებს უფასო საკვებს სთავაზობენ. მერილენდში თქვენს ოლქში შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს.

ვირჯინია

ვირჯინიის შტატში საჯარო სკოლებში 2-დან 18 წლამდე პირებისთვის ასევე გამოიყო უფასო საკვების მიღების პუნქტები. ძირითად ოლქებში უფასო საკვების მიღება დილის 8-დან 13 საათამდეა შეაძლებელი. თქვენს ოლქში შესაბამისი პუნქტის მოსაძებნად ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს.

 

საკვები პროდუქტებით დახმარების პროგრამა (Supplemental Nutrition Assistance Program – SNAP), დახმარება უწევს დაბალი შემოსავალის და რესურსების მქონე პირებსა და ოჯახებს აღნიშნულ შტატებში. 

ჯორჯიის შტატი

ჯორჯიის შტატში, SNAP დაეხმარება  ნებისმიერ მოქალაქეს სასურსათო ნივთების შესაძენი თანხით. განაცხადისთვისთვის საჭიროა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • მოქალაქეობის/ემიგრაციის სტატუსი
  • დახმარების მთხოვნელთა სოციალური დაცვის ნომრები
  • ინფორმაცია შემოსავლის შესახებ

ონლაინ განაცხადის შექმნა და გაგზავნა შესაძლებელია ვებ გვერდზე

დახმარების მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს ოჯახის და ბავშვთა მომსახურების ადგილობრივ (DFCS) ოფისს. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე

ფლორიდის შტატი

SNAP განაცხადისთვის საჭიროა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მოქალაქეობის/ემიგრაციის სტატუსი (უნდა იყოს ფლორიდის შტატის მაცხოვრებელი);
  • სოციალური დაცვის ნომერი;
  • ინფორმაცია შემოსავლის შესახებ;

სხვა დამატებითი ინფორმაციის და საჭირო დოკუმენტაციის ხილვა შესაძლებელია საიტზე 

ონლაინ განაცხადის შექმნა და გაგზავნა შესაძლებელია ვებ გვერდზე 

Commodity Supplemental Food Program დახმარებას უწევს ასაკოვან ხალხს.

გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ აღნიშნული ვებ-გვერდები განახლებული ინფორმაციისათვის!

SHARE