ვაშინგტონის მეტრო, რომელიც როგორც კოლუმბიის ოლქს ასევე ვირჯინიასა და მერილენდის ემსახურება, ფუნქციონირებას შეზღუდული გრაფიკით აგრძელებს.

მეტროს ადმინისტრაცია WMATA მოსახლეობას მოუწოდებს მეტროს სერვისი მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს გამოიყენონ. აქვე WMATA მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია გრძელი ლოდინის პერიოდები (დაახლოებით 30 წუთი), ასევე მინიმუმამდე შეიზღუდება მეტროს გადაადგილების გრაფიკი უქმე დღეებში.

ასევე, ავტობუსის მომსახურება მოსახლეობას შეზღუდული 26 მარშრუტით შეეძლება.

დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვაშინგტონის მეტროს ადმინისტრაციის ვებ გვერდზე: https://bit.ly/2WORYPI

SHARE