2020 წლის 24 მარტის მონაცემებით ჯორჯიის შტატში ფიქსირდება კორონავირუსით დაინფიცირების 1026 და გარდაცვალების 32 შემთხვევა.
ჯორჯიის შტატში კორონავირუსთან დაკავშირებით შტატის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის ყოველდღიური ანგარიშის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://dph.georgia.gov/covid-19-daily-status-report
შტატის მცხოვრებლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს შემდეგ ნომერზე – 1-844-442-2681.
ჯორჯიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრთან, შტატის საგანგებო სიტუაციების მართვისა და განათლების დეპარტამენტებთან. შედეგად მოხდა პანდემიური გრიპის დეტალური გეგმის ადაპტირება კორონავირუსზე, მისი გავრცელების შემცირების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
დეპარტამენტის ეპიდემიოლოგები 24/7 რეჟიმში მონიტორინგს უწევენ ეპიდემიის გავრცელებას და აკონტროლებენ გეგმით გაწერილ ღონისძიებების შესრულებას, მათ შორის ტესტირებასა და იზოლაციას
დაავადების პრევენციის მიზნით, ჯანმრთელობის დეპარტამენტის მიერ გაწერილი რეკომენდაციების ხილვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/if-you-are-sick/steps-when-sick.html
შტატის მთავრობამ მოუწოდა მოსახლობას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ინტერნეტ სივრცეში, ვინაიდან გახშირებულია COVID-19-თან დაკავშირებული კიბერ თაღლითობები ფულის მოპარვის პირადი მონაცემების ხელყოფისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით – https://law.georgia.gov/press-releases/2020-03-22/scam-alert-carr-warns-georgians-about-misinformation-campaigns-designed.
12 მარტის შემდეგ, შტატის სამთავრობო უწყებები, გარდა კრიტიკული მნიშვნელობისა, დაიხურა და თანამშრომლებს დაევალათ საცხოვრებელი ადგილებიდან მუშაობა. საჭიროებების გათვალისწინების მიხედვით ჯორჯიის შტატში დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მათ შორის ბარები, რესტორნები ღამის კლუბები და ა.შ. მუშაობას აგრძელებენ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. ამასთან შტატში შეზღუდულია 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა.
31 მარტამდე დაიხურა ჯორჯიის შტატში არსებული სასწავლო დაწესებულებეები – სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები. სწავლასთან და ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე https://pilot.georgia.gov/covid-19-education
ჯორჯიის შტატში დაგეგმილი წინასაპრეზიდენტო პრაიმერის კენჭისყრა გადაიდო 19 მაისამდე.
ჯორჯიის შტატის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაეხმაროს მცირე ბიზნესს რათა თავიდან იქნას აცილებული პანდემიით გამოწვეული ზარალი. მცირე ბიზნესისთვის გაიხსნა გადაუდებელი სესხების განაცხადი. მცირე ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ დახმარებისა და ინფორმაციის მისაღებად პირდაპირ ამიმართონ აშშ-ის მცირე ბიზნესის ადმინისტრაციას – SBA https://pilot.georgia.gov/covid-19-support-businesses
შტატში ამოქმედდა ინდივიდუალური დახმარების პროგრამები და მომსახურება. (პროგრამაში მოქცეული პირები და ოჯახები გარდა დახმარებისა მიიღებენ დამატებით თანხას (100 აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი საკვების შესაძენად). შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის სამედიცინო მომსახურების წვდომაზე, უმუშევრობის დაზღვევასა და კომპენსაციებზე განთავსებულია შემდეგ მისამართზე https://pilot.georgia.gov/covid-19-services-and-assistance-programs