დღეს ვირჯიიისა და მერილენდის შტატემბა არსებითი მნიშვნელობის ბიზნესის/საქმიანობის გარდა შტატებში ყველა სახის საქმიანობის შეჩერების თაობაზე ბრძანებები გასცეს.
ვირჯინიის შტატმა აკადემიური წლის ბოლომდე დახურა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მინდინარე ეტაპზე ვირჯინიის შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 254 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 6 – ფატალური შედეგით. ვირჯინიის შტატის გუბერნატორის ვარაუდით, სიტუაცია დამძიმდება.
დასავლეთ ვირჯინიის შტატის გუბერნატორმა, ჯიმ ჯასტისმა გამოსცა სახლში დარჩენის ბრძანება კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში. ბრძანება შევა ძალაში სამშაბათს, 24 მარტს, საღამოს 8 საათიდან.
არაარსებითი მნიშვნელობის საქმიანობის კუთხით ყველა სახის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება ასევე გამოიცა მერილენდის შტატში, სადაც მიმდინარე ეტაპზე დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 288 შემთხვევა.
სახლში დარჩენის მოთხოვნა ასევე იქნა გასაჯაროვებული აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონშიც. დედაქალაქის მერმა მიურიელ ბაუზერის განცხადებით, კოლუმბიის ოლქში დაფიქსირდა ვირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაცვალების 2 შემთხვევა. ასევე, აიკრძალა კოლუმბიის ოლქში, კერძოდ, ტაიდალ ბეისინში ცნობილი სანახაობის, “ალუბლების ყვავილობის” ტურისტებისა და მომნახველებისათვის წვდომა. სამართალდამცავებსა და ეროვნული გვარდიის ნაწილებს გადაკეტილი აქვთ მიმდებარე ქუჩები.
ამავდროულად, კომპანია AllCare Urgent Care 24 მარტიდან აწესებს ე.წ. „ტელემედიცინის“ მომსახურების მომხმარებლებისათვის კორონავირუსზე ადგილზე ტესტირების პუნქტებს, სადაც ავტომანქანის მძღოლებს ვირჯინიისა და მერილენდის შტატებიდან, ასევე, კოლუმბიის ოლქიდან შეუძლიათ, ტესტირების ადმინისტრირებისათვის მისვლა.
აღნიშნული პუნქტები იმუშავებენ სამუშაო დღეებში საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას კი – შუადღის 12 საათიდან 1 საათამდე.
ხსენებული პუნქტები განლაგებულია შემდეგ მისამართებზე:
AllCare of Rhode Island Ave.
1710 Rhode Island Ave, Washington, DC, 20036
Alexandria Immediate Care
6020 Richmond Hwy, Suite 102, Alexandria, VA, 22303
AllCare of Ellicott City
9396 Baltimore Nat’l Pk, Ellicott City, MD, 21042
ცნობისთვის: ე.წ. „არსებითი მნიშვნელობის ბიზნესის/საქმიანობის“ სფერო მოიცავს:
-
- სასურსათო მაღაზიებს;
- სააფთიაქო ქსელებს და საავადმყოფოებს;
- ბანკებს;
- ბენზინ–გასამართ სადგურებს;
- სამრეცხაო ობიექტებს;
- ბავშვთა სასწავლო დაწესებულებებს, მხოლოდ დისტანციური სწავლების რეჟიმით;
- რესტორნებს, მხოლოდ ადგილზე მიტანის ან ადგილიდან გატანის სერვისით.