რა უნდა ვიცოდეთ კალიფორნიის შტატის გუბერნატორისგევინ ნიუსომის “Shelter in place” ბრძანების შესახებ?

კალიფორნიის შტატში COVID-19-ის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა, 19 მარტს გასცა ბრძანება რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა რეგულაციების და შეზღუდვების შემოღებას შტატის მასშტაბით:

  • “Shelter in place” მოუწოდებს მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისკენ;
  • 19 მარტიდან განსაზრვრულია ყველა არაარსებითი ბიზნესის/საქმიანობის დროებითი დახურვა;
  • ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრა დაუშვებელია, თუმცა ნებართვა გარეთ გასვლაზე არ არის სავალდებულო;
  • აუცილებელი მომსახურების მქონე სამსახურები შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას და არ ექვემდებარებიან დაკეტვის ბრძანებას;
  • გარეთ გასვლა არ ეზღუდებათ
    • მათ, ვინც დაკავებულია არსებითი მნიშვნელობის ბიზნესით/საქმიანობით, მათ შორის სასურსათო მაღაზიების, ბანკების, სოციალური და სხვა სამსახურების თანამშრომლებს;
    • მათ, ვინც უზრუნველყობს სახელმწიფოებრივი სერვისების მიწოდებას, მათ შორის პოლიციის, სახანძრო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სხვა უწყებების თანამშრომლებს;
    • მათ, ვისაც აქვთ სურსათის შეძენის, ექიმთან ვიზიტის და სამედიცინო პრეპარატების შეძენის გადაუდებელი აუცილებლობა;
  • .. „არსებითი მნიშვნელობის ბიზნესის/საქმიანობისსფერო მოიცავს:
    • სასურსათო მაღაზიებს;
    • სააფთიაქო ქსელებს და საავადმყოფოებს;
    • ბანკებს;
    • ბენზინგასამართ სადგურებს;
    • სამრეცხაო ობიექტებს;
    • ბავშვთა სასწავლო დაწესებულებებს, მხოლოდ დისტანციური სწავლების რეჟიმით;
    • რესტორნებს, მხოლოდ ადგილზე მიტანის ან ადგილიდან გატანის სერვისით.
  • დახურვას ექვემდებარება შემდეგი დაწესებულებები:
    • ბარები, ღამის კლუბები და რესტორნები;
    • სკოლები;
    • ფიტნეს ცენტრები;
    • კინოთეატრები და კაზინოები.
  • ორგანიზაციები და ბიზნესი, რომლებიც შტატის კრიტიკულ ინფრასტრუქტურის ნაწილს წარმოადგენს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები, სამედიცინო დაწესებულებები, სასურსათო ობიექტები და სხვა, განთავისუფლდებიან შტატის გადასახადებისგან.
  • რიგითი მოქალაქეებისთვის ნებადართულია გარეთ გასვლა, იმ შემთხვევაში თუ დაცულია სოციალური დისტანცირების ნორმებიდაშორება 2  მეტრის მანძილზე.

Click here to read a copy of the Governor’s executive order. 

Click here to learn more about the order.

SHARE