საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილამდე გამოცხადდა. 

შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. პრემიერ მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის რიგი შეზღუდვები და ცვლილებები განმარტა: 

  • იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში;
  • იზოლაციისა და კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები;
  • იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
  • საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
  • დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
  • საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის, მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
  • მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსუბიექტებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
  • აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
  • მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს;
  • საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების საყოველთაო მობილიზაცია;
  • სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.

 

Georgia declares a state of emergency to prevent the spread of the coronavirus until April 21.

Prime Minister Giorgi Gakharia announced the emergency measures and restrictions at a news briefing today:

  • A person who breaks the quarantine regime will be transferred to the respective quarantine facility and will be sanctioned (by fine or administrative detention);
  • No more than ten people will be allowed to gather at this time. This restriction covers all kinds of gatherings;
  • The grocery stores will remain open but need to take measures to protect the distance between customers;
  • All entry points into Georgia will set restrictions; the goods will be exempted;
  • The Government starts working on offering some services digitally;
  • The Government acquires the right to mandate a private entity and/or organization to execute a certain task;
  • The Government retains the right to intervene in regulating the prices on medicine and groceries if necessary;
  • The Government will set the new conditions and systems for education;
  • The Government will be able to enlist people with medical education to respond to the spread of the Corona Virus;
  • Court cases will be allowed to proceed digitally. 

 

SHARE