თუ კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები (ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა) აღმოგაჩნდათ:
– მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს და მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი სიმპტომების შესახებ
– მოქალაქეებს რომელთაც არ ემსახურებათ აშშ-ის ჯადაცვის პროვაიდერი / არ აქვთ დაზღვევა, შეუძლიათ მიმართონ გადაუდებელი დახმარების ცენტრებს და მუნიციპალურ ჰოსპიტალებს
– აშშ-ში საქართველოს მოქალაქე სტუდენტებმა, ვისაც აქვს ადგილობრივი უნივერსიტეტის დაზღვევა, უნდა მიმართონ უნივერსიტეტის სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის ტესტირებასა და რეფერირებას. დაზღვევის არქონის შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ გადაუდებელი დახმარების ცენტრებს და მუნიციპალურ ჰოსპიტალებს
✅ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებებს. იხილეთ სრული ჩამონათვალი ყველა შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის აღნიშნულ ბმულზე
❗ საგანგებო ვითარების შემთხვევაში დარეკეთ 911-ზე.
✅ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულო სამსახურს:
კოლუმბიის ოლქის, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატის მაცხოვრებლები — საქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი ქ. ვაშინგტონში: +1 (202) 387-2390 ext. 303 & ext. 201; ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;
აშშ-ის დანარჩენ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები — საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში: +1 (212) 922-1722; ცხელი ხაზი: +1(917) 916-2753; +1 (917) 945-3227
დამატებითი განმარტება: მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს რომ შტატების და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებები გადაცემა ფედერალურ მთავრობას და ეროვნული მაშტაბით პანდემიასთან პასუხის კოორდინაცია მოქეცევა კრიზისების მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) ქოლგის ქვეშ. აღნიშნული ღონისძიება ახდენს შესაბამისი სამსახურების ოპტიმიზაციას რათა პრობლემის საპასუხო დროული და ადეკვატური დახმარების გაწევა მოხდეს.
❗️აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და რეკომენდაციებს! გისურვებთ ჯანმრთელობას!