სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება როგორც თქვენთვის ცნობილია 2018 წელს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შეთხვევაში შეუძლია შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

ამასთანავე, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იმ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვისაც უკვე მიღებული აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, დაწესდა გამონაკლისი და განისაზღვრა საშეღავათო პერიოდი, რომლის თანახმად მათ მიეცათ უფლება 2019 წლის 15 აგვისტოდმდე მიმართონ საკონსულო სამსახურებს/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

იმის გათვალისწინებით, რომ განსაზღვრული საშეღავათო ვადის ამოწურვამდე (2019 წლის 15 აგვისტო) დარჩენილია ძალიან მცირე დრო, და თუ გსურთ რომ არ შეგიწყდეთ საქართველოს მოქალაქეობა კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ წარმოადგინოთ საკონსულოში შესაბამის განცხადება და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები დარჩენილ დროში. იმის გადასამოწმებლად შეწყვეტილია თუ არა თქვენი მოქალაქეობა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში.

🔊საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება და აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქ. ვაშინგტონში კონსულის გიორგი არჩემაშვილის ჩართვა

ასევე იხილეთ:

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება

 

SHARE