პროექტის მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ისე საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები. ასევე, წელს პირველად, საპილოტე რეჟიმში, პროგრამას დაემატება ახალი კომპონენტი. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში,  გაიცემა გრანტი საზღვარგარეთ მოქმედი 4 ქართული ცეკვის და სიმღერის ანსამბლის კონცერტის დასაფინანსებლად საქართველოში, უპირატესად რეგიონებში.

განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

საგრანტო განაცხადის წარდგენა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს
2023 წლის 26 ივლისიდან  3 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე: folk@mfa.gov.ge (საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად);

დანართები:
1.    პროგრამის აღწერა;
2.    განაცხადის ფორმა;
3.    ხარჯთაღრიცხვის ფორმა.

საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები:
•    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს ატაშე,  ელისაბედ სურგულაძე: მობ: +995 595 00 80 81;
•    დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი, მარიამ მამესწარაშვილი: +995 595 96 40 00.

SHARE