საგრანტო პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“
საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2023 წლის შესარჩევი კონკურსი დაიწყო
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდობის სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება.
განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: youngambassador@mfa.gov.ge
ვრცლად იხილეთ: http://bit.ly/3GCB3GY
დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა
გამოცხადდა 2023 წლის საგრანტო კონკურსი „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა”
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი 1 წლის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს ინდივიდუალურად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად.
საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე grantebi@mfa.gov.ge
ვრცლად იხილეთ: http://bit.ly/3GzInDd
უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2023 წლის საგრანტო კონკურსს – “უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“
პროექტის მიზანია ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებში კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
საგრანტო განაცხადის წარდგენა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: folk@mfa.gov.ge (საგრანტო განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად).
ვრცლად იხილეთ: http://bit.ly/3gotOrw