განცხადება უკრაინელი დეპუტატის ცრუ ბრალდებების საპასუხოდ

ეს უპასუხისმგებლო და დაუდევარი განცხადებები წარმოადგენს სიცრუეს და არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. სამწუხაროდ, მსგავსი ცრუ ბრალდება არაერთხელ გავრცელდა უკრაინული მხარის წარმომადგენლების მიერ. შესაბამისად, ქართულმა მხარემ მათ არაერთხელ მიმართა წარმოედგინათ კონკრეტული მტკიცებულებები. თუმცა, დღემდე უკრაინულ მხარეს არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

საქართველო სრულ შესაბამისობაშია იმ სანქციებთან, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესდა.

საქართველოს მთავრობა და მისი ფინანსური ინსტიტუტები აგრძელებენ მჭიდრო კოორდინაციას აშშ-თან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა უზრუნველყონ სანქცირებული ქვეყნის, კომპანიის ან ფიზიკური პირის უკანონო ქმედებების აღკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და ხელს უწყობს რუსული აგრესიის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთიან ძალისხმევას. საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია ნათლად არის წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორებიცაა რამშტეინის ფორმატში გაწევრიანება, ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების მხარდაჭერა, გაეროს რეზოლუციების თანაავტორობა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ უკრაინაში გამოძიების დაწყების მხარდაჭერა. ასევე, საქართველო განაგრძობს 20,000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის სპეციალური პროგრამებით დახმარებას.

მიუხედავად მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებებისა, საქართველო გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში.

Statement in Response to False Accusations by Ukrainian legislator

These irresponsible and reckless claims are completely false, lacking any evidence. Unfortunately, this false narrative is not new. We have heard it before and we have asked Ukrainian officials to provide concrete evidence for their claims. However, no single piece of evidence has been provided.

Georgia is in full compliance with the restrictive measures imposed on Russia by the international community for Russia’s invasion of Ukraine.

The Georgian government and its financial institutions continue to be in close coordination with US and other strategic partners to ensure there are no illegal activities of any sanctioned country, company, or individual in the territory of Georgia.

In these difficult times, Georgia continues to support Ukraine and encourages a united front against Russian aggression and disinformation. Georgia has supported Ukraine on all international platforms including, joining Ramstein format, revoking Russia’s membership in Council of Europe, sponsoring UN resolutions, supporting ICC investigation, and providing special programs for more than 20,000 Ukrainian refugees. Georgia will continue to support Ukraine and the Ukrainian people in their fight for freedom and democracy.

SHARE