საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

თუ მიიღეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და გსურთ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, განაცხადით უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს ვიზიტის დანიშვნით.  

აღნიშნული სერვისით ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ დისტანციური მომსახურებით.

საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) შევსებული განცხადება;

ბ) დაბადების მოწმობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი( აპოსტილით დამოწმებული და ქართულ ენაზე თარგმნილი );

გ) 2 ფოტოსურათი – ზომით 3X4;

დ) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი);

ე) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი).

მომსახურების  ვადა და საფასური:

მომსახურების ვადა მომსახურების ტარიფი
მე-80 დღეს 500 ლარი
მე-60 დღეს 700 ლარი
30 დღეში 1000 ლარი

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ფორმა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ, თქვენს საქმეს მიენიჭება განცხადების სარეგისტრაციო ნომერი და კოდი (რომელსაც საკონსულო გაცნობებთ). აღნიშნული ნომრის და კოდის მიღების შემდეგ ხდება თანხის გადახდა.

საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

                                                            1. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
                                                            2. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
                                                            3. მშობლის თანხმობა; (საკონსულოში თანხმობის გაფორმება უფასოა)
                                                            4. 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი თანხმობა.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

SHARE