საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ მიიღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ამისთვის თქვენ ჯერ უნდა აწარმოოთ საქმე საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლასთან დაკავშირებით.
საქართველოს მოქალაქის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის:
ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ დოკუმენტის მიღებისთანავე, რომელიც ადასტურებს პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას;
ბ) მისი ხელმოწერიდან მე-15 დღეს, თუ პირს წარდგენილი აქვს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიენიჭება ამ ქვეყნის მოქალაქეობა.
საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:
ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი;
ბ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 ( ფოტოსურათს განმცხადებელი წარადგენს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგებლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში- მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).
გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი;
აგრეთვე დამატებით:
დ) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;
ე) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ;
გ) არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.
მომსახურების ვადა და საფასური:
30 დღე 130 ლარი
20 დღე 260 ლარი
10 დღე 390 ლარი
განცხადების დადგენილი ფორმა უნდა შეავსოთ და მატერიალურად წარადგინოთ ზემოთ განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად.
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ფორმა
საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ან საკონსულო დაწესებულებას.
ან ისარგებლოთ დისტანციური მომსახურებით
დოკუმენტების წარმოსადგენად აუცილებელია საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა https://www.geoconsul.gov.ge/register/visit
თანხის გადახდა ხდება მას შემდეგ რაც მოქალაქეს მიეწოდება მისი განცხადების სარეგისტრაციო ნომერი