Harvard University’s Davis Center and Georgian Studies Program hosted a conference, “Georgia and the US Black Sea Strategy”, co-organized with the George Washington University Elliott School of International Affairs.

Ambassador David Zalkaliani delivered opening remarks, and addressed the key aspects of Georgia-US relations in the context of broader regional dynamics. Ambassador underscored Georgia’s pivotal geopolitical and geostrategic role in the Black Sea region and highlighted the significance of Georgia’s candidacy for EU membership for strengthening strategic ties and advancing Middle Corridor connectivity initiatives.

Ambassador Zalkaliani further underscored the strategic value of ongoing and prospective large-scale infrastructure projects that strengthen Black Sea security and enhance regional connectivity. He specifically emphasized the importance of American and European investments in projects such as the Black Sea submarine electric cable, railway modernization, and the enhancement of Georgian port infrastructure.

While addressing security challenges, Ambassador Zalkaliani spoke at length about Russia’s occupation of Georgian territories and Russia’s ongoing aggression against Ukraine. Ambassador stated that these security concerns underscore the necessity for the US to formulate and adopt a comprehensive Black Sea strategy. Ambassador also discussed the Georgian government’s “peaceful neighborhood initiative,” aimed at securing long-term peace and stability in the South Caucasus, which has already seen productive high-level meetings involving Azerbaijan and Armenia.

Ambassador Zalkaliani called for the deepening of the bilateral strategic partnership between Georgia and the United States in all dimensions, including defense and security, economic and trade, and cultural ties. He applauded the strong defense and security cooperation, particularly highlighting the Georgian military’s contribution to international missions in Afghanistan.

The conference featured expert panels discussing security challenges, economic opportunities, and the evolving US approach to the Black Sea. It brought together students, scholars, diplomats, and policymakers to examine the Georgia-US relationship in the context of broader regional dynamics.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, “საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები შავი ზღვის სტრატეგიის კონტექსტში.” აღნიშნულ კონფერენციას ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლამ უმასპინძლა.

კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით წარდგა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი. ელჩმა მიმოიხილა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობი, ფართოდ ისაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ფუნქციის მნიშვნელობაზე შავი ზღვის რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სტრატეგიული კავშირების გაღრმავებას რეგიონებს შორის და შუა დერეფნის პროექტების განვითარებას.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ განხორციელებული და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც აძლიერებენ შავი ზღვის უსაფრთხოებას და ხელს უწყობენ რეგიონებს შორის კავშირების გაღრმავებას. ამ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ისაუბრა ამერიკული და ევროპული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რკინიგზის მოდერნიზაცია და საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.

ელჩმა ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე. ელჩმა აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარება უსაფრთხოების კუთხით კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს აშშ-ის მხრიდან შავი ზღვის სტრატეგიის მიღების საჭიროებას. ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში, ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, რომლის ფარგლებშიც უკვე არაერთი პროდუქტიული შეხვედრა შედგა აზერბაიჯანისა და სომხეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური, სავაჭრო, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობების მიმართულებებით. ელჩმა მიმოიხილა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა ავღანეთში საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო კონტინგენტის წარმატებით მონაწილეობას.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია უსაფრთხოების და ეკონომიკის მიმართულებებით მოწვეულ მომხსენებლებთან. კონფერენციას ესწრებოდნენ სტუდენტები ჰარვარდის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებიდან, ვაშინგტონში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის თემაზე მომუშავე ექსპერტები, ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატები და აშშ-ის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

 

 

 

SHARE