The Embassy of Georgia, with the Georgian diaspora in Washington, D.C., hosted the first discussion event of the Georgian Literary Series.
The Georgian Literary Series is an initiative of the diaspora organization “Georgian Association in the USA”. This year, the series is hosted by the Embassy of Georgia. Within the framework of the project, book club meetings are held at the Embassy. The meetings focus on the outstanding works and journalistic letters of the renowned Georgian writer and public figure, Ilia Chavchavadze. After reading the selected materials, a group of readers gathers to discuss the content and meaning of Chavchavadze’s writings.
Ambassador David Zalkaliani attended the opening event and thanked the organizers for this interesting initiative and participated in the discussion of Ilia Chavchavadze’s works alongside the diaspora representatives.

This initiative of the Georgian Association in the USA was founded three years ago. In the past years, book clubs were organized about the famous works of renowned Georgian authors, such as Guram Dochanashvili, Mikheil Javakhishvili, and Nino Kharatishvili.

საქართველოს საელჩომ, ვაშინგტონში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ქართული ლიტერატურის საღამოს უმასპინძლა.
ქართული ლიტერატურული საღამო დიასპორული ორგანიზაციის, “აშშ-ში ქართული ასოციაციის” ინიციატივაა, რომელსაც წელს საქართველოს საელჩო მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში, საელჩოში იმართება ლიტერატურული საღამოები ილია ჭავჭავაძის გამორჩეულ ნაწარმოებებისა და პუბლიცისტურ წერილების შესახებ. აღნიშნული მასალების გაცნობის შემდეგ, მკითხველთა ჯგუფი ერთად განიხილავს მათ შინაარსსა და მნიშვნელობას.
გახსნით საღამოს დაესწრო აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი. ელჩმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს საინტერესო ინიციატივისთვის და დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
აშშ-ში ქართული ასოციაციის ამ ინიციატივას სამი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. გასულ წლებში, პროექტის ფარგლებში, მოეწყო დისკუსიები გურამ დოჩანაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის და ნინო ხარატიშვილის ცნობილი ნაწარმოებების შესახებ.
SHARE