Ambassador David Zalkaliani hosted the representatives from the US State Department, Congress and Diplomatic Corps for an informal gathering,”Khinkali Brunch” at the Ambassador’s residence as part of the Embassy’s culinary diplomacy initiative. Guests had a chance to sample Georgian dishes and learn how to make khinkali through a masterclass by the Embassy’s chef, Ucha Mamulashvili.
The informal gathering “Khinkali Brunch” has been a recurring tradition at the Georgian Ambassador’s Residence for several years and is intended to showcase Georgian cuisine to American partners.
Ambassador Zalkaliani expressed gratitude to American partners who have been supporting Georgia’s European aspirations and granting EU membership candidate status to Georgia.
კულინარიული დიპლომატიის ფარგლებში, ელჩმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის და ვაშინგტონში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელჩის რეზიდენციაში არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს კერძები და შეესწავლათ ხინკლის დამზადების პროცესი საელჩოს შეფ-მზარეულის უჩა მამულაშვილის მასტერკლასის საშუალებით. აღნიშნული ღონისძიება “Khinkali Brunch” უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ელჩის რეზიდენციაში ტრადიციულად იმართება და მიზნად ისახავს ამერიკელი პარტნიორებისთვის ქართული სამზარეულოს გაცნობას.
ღონისძიებაზე დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ პარტნიორებს, რომლებიც მუდმივად მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
SHARE