საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგრანტო პროგრამების – „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ – განაცხადების წარმოდგენის ვადას ახანგრძლივებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამების ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდება 2023 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით. გადაწყვეტილება საგრანტო პროგრამებისადმი მაღალი ინტერესისა და საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთა თხოვნის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

აღნიშნული პროგრამების მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართვა საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში, საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში, მათ შორის, საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდა და საერთაშორისო დღის წესრიგში ამ საკითხის გააქტიურების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და ქართული წარმოების პოპულარიზაცია, აგრეთვე პროგრამების ზემოაღნიშნული მიზნების საინფორმაციო მხარდაჭერა.

საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: grantebi@mfa.gov.ge

 

დამატებითი ინფორმაცია პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“:

http://gda.ge/news/gamotskhadda-sagranto-konkursi-diasporuli-initsiativebis-mkhardatchera

„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“:

http://gda.ge/news/gamotskhadda-sagranto-konkursi-utskhoetshi-mokmedi-kartuli-tsekvisa-da-simgeris-ansamblebis-mkhardatchera

SHARE