საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა ერთობლივი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (International Republican Institute/IRI) პრეზიდენტთან, დოქტორ დენიელ ტვაინინგთან და აშშ-ის „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (National Democratic Institute/NDI) პრეზიდენტთან, ელჩ დერეკ მიტჩელთან.
შეხვედრისას, დავით ზალკალიანმა ისაუბრა ორივე ამერიკულ ინსტიტუტთან ქართული მხარის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მათ შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში. ხაზი გაესვა ბოლო არსებული გამოწვევების აღმოფხვრის აუცილებლობას, რაც თავსებადობაში უნდა იყოს საქართველო-აშშ-ის ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობასთან.
ამერიკული ორგანიზაციების ხელმძღვანელების მხრიდან აღინიშნა, რომ ორივე ინსტიტუტი ყოველთვის იდგა ქართული სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით და ისინი კვლავაც განაგრძობენ აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციის აქტიური ხელშეწყობისკენ.
მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს სამუშაოს. დავით ზალკალიანმა გამოთქვა იმედი, რომ რეფორმების წარმატებული იმპლემენტაციის შედეგად, საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ერთმნიშვნელოვნად იმსახურებდა იმაზე მეტს, ვიდრე ამ კუთხით მიიღო. აქვე საქართველოს ელჩმა დასძინა, რომ ქვეყნის მთავრობა ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ყველაფერს აკეთებს სამომავლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე; ხაზი გაუსვეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სამომავლო გამოწვევებს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო აგრესიის ფონზე. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.
Ambassador David Zalkaliani held a joint meeting with the President of the International Republican Institute (IRI), Dr. Daniel Twining, and the President of the National Democratic Institute (NDI), Ambassador Derek Mitchell.
During the meeting, Ambassador Zalkaliani discussed the importance of cooperation with NDI and IRI, including within the bilateral strategic partnership between Georgia and the USA.
The heads of the American organizations noted that both institutions have consistently supported the Georgian state and its people. They expressed their commitment to actively promote Georgia’s future integration into European and Euro-Atlantic institutions.
The conversation revolved around the ongoing work to secure Georgia’s EU membership candidate status. Ambassador Zalkaliani expressed hope that successful reform implementation would lead to Georgia definitively receiving candidate status, underscoring that the country deserved more recognition in this regard. Ambassador added that the country’s government fulfills its obligations and is committed to achieving candidate status for EU membership.
The parties also discussed the challenging geopolitical situation in Georgia and the Black Sea region in the context of Russia’s illegal aggression against Ukraine and examined new opportunities for enhancing the strategic partnership between Georgia and the United States.
SHARE