აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა შეხვდა გამართა აშშ-ის გერმანიის მარშალის სახელობის ფონდის პრეზიდენტ ჰეზერ კონლისთან.
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ხაზი გაუსვეს მიმდინარე ეტაპზე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, როგორც რეგიონში, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მძიმე ვითარების გათვალისწინებით.
საუბრისას აღინიშნა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების მნიშვნელობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სამომავლო ინტეგრაციას. ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის კარგად გააზრებულ არჩევანს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მტკიცედ უჭერს მხარს.
აგრეთვე, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, რომელთა შემდგომი წარმატებული იმპლემენტაციის შედეგად, საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ მხრივ, საქართველოს ელჩმა დასძინა, რომ ქვეყნის მთავრობა ასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ძალისხმევას არ დაიშურებს სამომავლოდ ქვეყნისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების უზრუნველსაყოფად.
ამავდროულად, განსაკუთრებით ხაზი გაესვა აშშ-სთან მტკიცე ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მის ფარგლებში ყველა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღინიშნა, მიმდინარე ეტაპზე, ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მტკიცე თანამშრომლობის მაგალითი. აგრეთვე, განსაკუთრებით ხაზი გაესვა რეგიონსა და საქართველოსთან აშშ-ის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას ისევე, როგორც უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე გამოწვევებს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფონზე წარმოქმნილი რეალობების გათვალისწინებით. აღინიშნა როგორც ისტორიულად, ისე ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის პარალელურად გაღებული მნიშვნელოვანი ძალისხმევა როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით.
Ambassador David Zalkaliani met with Heather Conley, President of the German Marshall Fund of the USA.
The parties discussed the ongoing processes in the country and emphasized the challenges that Georgia is facing at the current stage amidst the difficult situation both in the region and in the occupied territories of Georgia. They also highlighted the importance of further democratic and stable development in Georgia, which will contribute to the country’s future integration into European and Euro-Atlantic structures. The parties underlined that integration into these structures is the well-thought-out choice of the Georgian people and the government.
Additionally, the parties positively evaluated the important steps taken by the Georgian government in the direction of European and Euro-Atlantic integration, including the implemented democratic reforms on the path to the candidacy for EU membership. Ambassador emphasized that the government fulfills all its obligations and will continue to work hard to ensure that the country receives the status of a candidate for EU membership.
Furthermore, the parties discussedGeorgia-US strategic partnership emphasized and highlighted the need to deepen cooperation in all areas within this framework to elevate all key areas to the level of strong bilateral cooperation in the field of defense and security. The parties emphasized the necessity of US engagement in the region and Georgia. The conversation also touched on the difficult geopolitical situation in Georgia and the Black Sea region and the current security challenges, especially in light of Russia’s aggression against Ukraine. Ambassador outlined the important efforts made by the Georgian government to support Ukraine, including on political and humanitarian fronts.