აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწემ არუნ ვენკატარანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, მდივნის თანაშემწე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, რეგიონალური მასშტაბის პროექტები და ენერგეტიკის და ლოჯისტიკა/ტრანსპორტირების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
ქართულ საინფორმაციო სააგენტო bm.ge-სთან ინტერვიუში ვენკატარმანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებსა და საექსპორტო კონტროლს, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესდა.
Assistant Secretary of Commerce Arun Venkataraman concluded his visit to Georgia. During his visit, Assistant Secretary met Minister of Economy and Sustainable Development, Levan Davitashvili to discuss Georgia-U.S. economic ties in fields such as energy, logistics and transport. In an interview with the Georgian news agency bm.ge, Venkataraman stated that the Georgian Government is complying with and respecting international sanctions and export controls imposed on Russia following its invasion of Ukraine.
SHARE