საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ და ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელმა და საქართველოს საპატიო კონსულმა მელორი წიფურიამ, ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საქართველოს საელჩოში უმასპინძლეს ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფს (კონგრესმენები რონ ესტესი, კეროლ მილერი, ალექს მუნი, დაგ ლამალფა, ენდი ჰარისი, ენდრიუ კლაიდი, ჯონ როუზი).
მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და აშშ-ის მხრიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში დახმარების გაზრდის აუცილებლობა.
კომგრესმენებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველო არის აშშ-ის გამორჩეული მოკავშირე და ამერიკული ინტერესების დამცველი რთულ რეგიონში. კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს აშშ-ის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო ინიციატივებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნეს საქართველო-აშშ-ის თავდაცვისა და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშველობა.
საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი.
Ambassador of Georgia to the United States, David Bakradze, the Director of the American-Georgian Friendship Association and the Honorary Consul of Georgia, Melory Tsipouria, together with the Georgian Parliamentary Delegation hosted the US Congressmen at the Embassy (Congressmen, Ron Estes, Carol Miller, Alex Mooney, Doug LaMalfa, Andy Harris, Andrew Clyde, John Rose).
The parties discussed the possibilities of expanding the Georgia-US strategic partnership, Georgia’s Euro-Atlantic aspirations, and the need to increase US defense and security, as well as economic and trade assistance to Georgia.
The Congressmen unanimously noted that Georgia is a reliable ally of the United States and a defender of American interests in a difficult region. The Congressmen thanked the Georgian side for Georgia’s contribution to the US-initiated peace initiatives and noted the importance of deepening Georgia – US defense and economic cooperation.
The parliamentary delegation is on a one-week working visit to Washington. The members of the delegation are Nikoloz Samkharadze, Chairman of the Foreign Affairs Committee, Irakli Beraia, Chairman of the Defense Committee, and Giorgi Khelashvili, Deputy Chairman of the Foreign Affairs Committee.