#GEORGIA celebrates the regaining of our independence on May 26th!

We celebrate. We reflect. We are grateful for our blessings. Georgians are especially grateful for our many friends who have supported and sustained us in these nearly three decades of freedom.

We highly value an extraordinary partnership and friendship with the United States and all branches of its government. Thank you very much for your kind wishes and looking forward to many more years of working together, fighting together, and defending our great nations! #MAY26 #GEOUS 🤝

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მისალოცი გზავნილები (წერილი,ტვიტი, ვიდეო მიმართვა) გაავრცელეს, აშშ-ის როგორც აღმასრულებელი ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. 

 

ჯოზეფ ბაიდენის მილოცვაში ნათქვამია, რომ ერთგული პარტნიორის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო.
ერთგული პარტნიორის რანგში, შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მეტად დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასაც გულისხმობს. ქართველი ხალხის გვერდით ვიქნებით ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური გავლენებისგან თავის დაღწევის მიმართულებით თქვენი ძალისხმევის გატარებისას.
ქართველი ერის დამოუკიდებლობის აღნიშვნა არ არის მხოლოდ საზეიმო თარიღი. ის იძლევა ისტორიის და ფასეულობების პატივისცემის შესაძლებლობას, რაც ერის ხასიათშია ჩაქსოვილი. ეს თარიღი იძლევა მომავალისკენ ხედვის შესაძლებლობასაც. როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში.
ასევე ვაღიარებთ გარედან მომდინარე იმ გამოწვევების მნიშვნელობას, რაც საქართველოს აქვს. ქვეყანა განაგრძობს მათთან გამკლავებას. დღეს ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემგან საუკეთესო სურვილები პირადად თქვენ და ქართველმა ხალხმა” – ნათქვამია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.

საქართველოს მეგობრების ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენი ადამ კინზინგერი

ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია

 

ასევე, მისალოცი გზავნილები გაავრცელეს საქართველოს მეგობრებმა ვაშინგტონში მოქმედი პარტნიორი ორგანიზაციებიდან:

ჯონათან კაცი – German Marshall Fund of the United States  

მაიკლ კარპენტერი – Penn Biden Center 

ალინა პოლიაკოვა – Center for European Policy Analysis 

ალექსის მრაჩეკი – The Heritage Foundation

ლუკ კოფი – The Heritage Foundation 

Caspian Policy Center 

SHARE