საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ ქართული დიასპორის პროექტების მხარდასაჭერი 3 საგრანტო კონკურსი გამოაცხადა:
  • უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა
  • დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა
  • იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი
“უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა” საგრანტო კონკურსი წელს პირველად, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები. კონკურსში შემოტანილი პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
“დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა” საგრანტო პროგრამის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა. საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2021 წლის 5 მაისის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 
“იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” პროგრამის ამოცანაა “ახალგაზრდა ელჩების” მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს, მისი კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2021 წლის 5 მაისის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 
SHARE