განქორწინების რეგისტრაცია

Ο აშშ-ში საქართველოს საელჩოში აღნიშნული მომსახურების მისაღებად აუცილებელია  ვიზიტის წინასწარი  დანიშვნა და ორივე მხარის გამოცხადება

 

   ვიზიტის დანიშვნა                                     დანიშვნის ინსტრუქცია   

 

განქორწინების რეგისტრაცია არის ქორწინების შეწყვეტის საფუძველი

განქორწინების რეგისტრაცია შესაძლოა განხორციელდეს:

1) მეუღლეების ერთობლივი განცხადებით ან

2) ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით, თუ:

  • არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
  • მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
  • მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულია თავისუფლებისაღკვეთის ვადით მინიმუმ 3 წლით.

საქართველოს საკონსულო სამსახურში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა შორის განქორწინების რეგისტრაცია.

მომსახურების საფასურია 100 აშშ დოლარი. საფასურის გადახდა ხდება საქართველოს საელჩოს სახელზე გამოწერილ მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით

განქორწინების რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

1) მეუღლეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასლები (პასპორტი ან პირადობის მოწმობა);
2) ქორწინების მოწმობა;
3) საქართველოს საელჩოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 100 აშშ დოლარის ოდენობით


გაითვალისწინეთ, რომ განქორწინების რეგისტაცია მოხდება 5 სამუშაო დღეში

 

SHARE