ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება

მომსახურების ფარგლებში ხდება გარკვეულ განცხადებებზე ან დოკუმენტებზე პირის ხელმოწერის ფაქტის დამოწმება. დოკუმენტზე ხელის მოწერის დამოწმების დროს, საკონსულო სამსახურის მხრიდან არ ხდება იმ ფაქტების დადასტურება, რომელიცმოცემულია დოკუმენტში. პრაქტიკაში აღნიშნული მომსახურება გამოიყენება თანხმობების გასაფორმებლად.

საკონსულო სამსახურში შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ სანოტარო მოქმედების შესრულება

 

ხელმოწერის ნამდვილობის დასამოწმებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
  • საელჩოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი(ები)

Ο აშშ-ში საქართველოს საელჩოში მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარი ვიზიტის დანიშვნა

 

   ვიზიტის დანიშვნა                              დანიშვნის ინსტრუქცია   

 

 

თითოეული პირისთვის და თითოეული ხელმოწერისთვის მომსახურების საფასურია 5 აშშ დოლარი. საფასურის გადახდა ხდება მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით

SHARE