Ο აშშ-ში საქართველოს საელჩოში აღნიშნული მომსახურების მისაღებად აუცილებელია ვიზიტის წინასწარი დანიშვნა და ორივე მხარის გამოცხადება
ვიზიტის დანიშვნა დანიშვნის ინსტრუქცია
ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საკონსულო სამსახურში ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ. ქორწინების რეგისტრაცია და ქორწინების მოწმობის გაცემა ერთიანი პროცესია.
ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება დაქორწინების მსურველ პირთა და არანაკლებორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების რეგისტრაცია და ქორწინების მსურველი პირის წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია.
საქორწილო ასაკია 18 წელი, 16 წელს მიღწეული პირის ქორწინება დასაშვებია კანონიერიწარმომადგენლების თანხმობით, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. ქორწინებისთვის აუცილებელია დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
• ქორწინების რეგისტრაცია უფასოა
ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი აირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოს საკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.
• ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში
ქორწინების რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
- დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ადასტურებს მათ საქართველოს მოქალაქეობას;
- წინა ქორწინების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეწყვეტის/მოშლისდამადასტურებელი დოკუმენტი;
- მოწმეთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გაითვალისწინეთ, რომ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით.
იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანომ უკვე დაარეგისტრირა თქვენი ქორწინების ფაქტი, საკონსულო სამსახურში მისი ხელმეორედ რეგისტრაცია დაუშვებელია. ქორწინების განმეორებით რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას.