Ο აშშ-ში საქართველოს საელჩოში აღნიშნული მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარი ვიზიტის დანიშვნა
ვიზიტის დანიშვნა დანიშვნის ინსტრუქცია
მას შემდეგ, რაც პირი ერთხელ მიიღებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას(დაბადების, ქორწინების, განქორწინების და ა.შ.), შეუძლია მოითხოვოს აღნიშნულიმოწმობის განმეორებით მიღება, დაკარგვის ან სხვა რაიმე მიზეზით დაზიანების ან/და სხვასაჭიროების გამო.
საქართველოში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითიმოწმობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა და საქართველოში სტატუსისმქონე მოქალაქეობის არმქონე პირებმა.
მომსახურების საფასურია 20 აშშ დოლარი. საფასურის გადახდა ხდება საელჩოს სახელზე გამოწერილ მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით
რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასლები (პასპორტი ან პირადობის მოწმობა)
- საელჩოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 20 აშშ დოლარის ოდენობით