მინდობილობა / რწმუნებულება

მიდნობილობა / რწმუნებულების შედგენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებ-გვერდის მეშვებოთ, ასევე საკონსულო სამსახურში წინასწარი ვიზიტის დანიშვნით. ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს. 

საკონსულო სამსახური უფლებამოსილია შეადგინოს და სათანადო წესით დაამოწმოს მინდობილობა (სანოტარო აქტი), რომლის დროსაც ერთი ან რამდენიმე პირი უფლებამოსილებას ანიჭებს მეორე პირს. სანოტარო აქტის შედგენის დროს მთავარია საკონსულო თანამდებობის პირის წინაშე გამოხატულ იქნეს მინდობილობის / რწმუნებულების შედგენის ნება. მიმნდობს (მარწმუნებელს) უფლება აქვს ნებისმიერ დროსშ ეცვალოს ან გააუქმოს მის მიერ გაკეთებული სანოტარო აქტი.

საკონსულო სამსახურში მინდობილობის გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მარწმუნებელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

 

Ο აშშ-ში საქართველოს საელჩოში მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარი ვიზიტის დანიშვნა

 

   ვიზიტის დანიშვნა                              დანიშვნის ინსტრუქცია   

 

მინდობილობის შესადგენად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • მარწმუნებლის და რწმუნებულის მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა)
  • საქართველოს საელჩოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი(ები)

 

მინდობილობის/რწმუნებულების საფასურია 10 აშშ დოლარი და გადახდა ხდება მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით

SHARE