საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია, დაამოწმოს დოკუმენტის ასლის შესაბამისობა დედანთან. შესაძლებელია ასევე, შესაბამისი წესის დაცვით დამოწმებული დოკუმენტის ასლის დამოწმებაც.
საკონსულო სამსახურში სანოტარო მოქმედებების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ.
თითოეული გვერდის დამოწმებისათვის მომსახურების საფასურია 3 აშშ დოლარი. საფასურის გადახდა ხდება მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით. ეგზემპლარების რაოდენობიდან გამომდინარე იზრდება გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობაც.
მომსახურების მიღება შეგიძლიათ საკონსულოში ვიზიტით (წინასწარ ჩაწერით) ან ფოსტის მეშვეობით. დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილ იქნას უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი თქვენს მიერ შევსებული უკან დასაბრუნებელი მისამართით და საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით.
დოკუმენტის ასლის დედანთან შესაბამისობის დასამოწმებლად გთხოვთ წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
- მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
- საქართველოს საელჩოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი(ები);
- დასამოწმებელი დოკუმენტის ორიგინალი.
Ο აშშ-ში საქართველოს საელჩოში მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარი ვიზიტის დანიშვნა
ვიზიტის დანიშვნა დანიშვნის ინსტრუქცია
თითოეული გვერდის დამოწმებისათვის მომსახურების საფასურია 3 აშშ დოლარი. საფასურის გადახდა ხდება მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით