საკონსულო ახორციელებს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების თარგმნას: ცნობა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა, დიპლომი, ნიშნების ფურცლი, ატესტატი, სერტიფიკატი, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, მართვის მოწმობა, საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხებზე გადაწყვეტილების დასკვნა.
Ο დოკუმენტის თარგმნა შესაძლებელია საფოსტო გზავნილის გამოყენებით ან საკონსულოში წინასწარ დანიშნული ვიზიტით
საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სათარგმნი დოკუმენტი(ები);
დოკუმენტის თითოეული გვერდის თარგმნის ან დამოწმება ან/და თარგმნა დამოწმების ტარიფი შეადგენს 10 აშშ დოლარს და საჭიროა მანი ორდერის წარმოდგენა.