დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სამგზავრო დოკუმენტს გაუვიდა მოქმედების ვადა, დაკარგეთ, დაგიზიანდათ ან არ ფლობთ მას.
არასრულწლოვანსა და ქმედუუნარო პირზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. ამასთან, არასრულწლოვანზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვის დაწყებისათვის საკმარისია ერთ-ერთი მშობლის წერილობითი თანხმობა;
საკონსულოში ვიზიტის დასანიშნად ან დასაბრუნებელი მოწმობის ფოსტით მისაღებად გთხოვთ მოახდინოთ ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია. თუ გსურთ დასაბრუნებელი მოწმობის ფოსტით მიღება მომსახურების მიღების ფორმად მიუთითეთ “საფოსტო გზავნილი”;
ვიზიტის დანიშვნა დანიშვნის ინსტრუქცია
დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
1) განცხადება – ანკეტა (საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტის მიღება გსურთ ფოსტის მეშვეობით). განცხადება-ანკეტა შევსებულ უნდა იქნას სრულყოფილად თითოეულ პუნქტში მითითებული კითხვის შესაბამისად და ხელმოწერილი კანონიერი წარმომადგენელის მიერ;
2) საკონსულოში მშობლის გამოცხადების შემთხვევაში თანხმობა კეთდება ადგილზე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით (უფასოდ);
3) მშობლების გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეიძლება თანხმობა დამოწმდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის სანოტარო ბიუროში, დამოწმდეს აპოსტილით და ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად გამოგზავნილ იქნას ფოსტის მეშვეობით;
(დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება)
4) 1 ცალი პასპორტის ზომის ფოტოსურათი (ზომა 3X4 სმ);
5) არასრულწლოვანის და მისი კანონიერი წარმომადგენლის პასპორტის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6) არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ასლი, თუ დაბადების მოწმობა გაცემულია აშშ-ში საჭიროა მისი აპოსტილით დამოწმება.
არასრულწლოვანი პირი დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისას განთავისუფლებულია საკონსულო მოსაკრებლისაგან!
დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ საქართველოს საელჩოში პირადად ან გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით.
დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილ იქნას უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი თქვენს მიერ შევსებული უკანდასაბრუნებელი მისამართით და საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით.
გაითვალისწინეთ, რომ საფოსტო მომსახურების სარგებლობის შემთხვევაში, გაცემული დასაბრუნებელი მოწმობა დაგიბრუნდებათ მხოლოდ თქვენს მიერ გამოგზავნილ საფოსტო კონვერტით.