-
როგორ შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს მიიღოს ბიომეტრიული პასპორტი სახლიდან გაუსვლელად?
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე , რომელსაც ერთხელ უკვე აღებული აქვს პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით უფლებამოსილია ისარგებლოს სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის საშუალებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე https://bit.ly/2OdizUc ელექტრონული განაცხადის შევსების გზით. აღნიშნული მომსახურეობით სარგებლობის შემთხვევში პასპორტი დამზადდება 2 სამუშაო დღის ვადაში.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე , რომელსაც ერთხელ უკვე აღებული აქვს პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით, უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. აღნიშნული მომსახურეობით პასპორტი შესაძლებელია დამზადდეს მე-10 სამუშაო დღეს და მე-5 სამუშაო დღეს.
საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ , რომელსაც არ აქვს აღებული პასპორტი ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით , პირადად უნდა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენის შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სერვისების სრული სია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3r8RyQk
-
აშშ-ში საქართველოს საელჩოში ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად აუცილებელია წინასწარი ვიზიტის დანიშვნა
ვიზიტის დანიშვნა დანიშვნის ინსტრუქცია
პასპორტის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2) საქართველოს საელჩოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 50 აშშ დოლარის ოდენობით; ან შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა ანგარიშზე
3) იმ შემთხვევაში თუ თქვენი სახელი ან გვარი შეიცვალა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საფუძველზე (მაგ. ქორწინება, განქორწინება ან სხვა) საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სახელის ან გვარის ცვლილების დამდასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ცნობა აპოსტილით დამოწმებული;
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება
4) პასპორტის გატანა ხდება , როგორც საფოსტო გზავნილის მეშვეობით, ისე საელჩოში პირადი გამოცხადებით.
საფოსტო გზავნილის საშუალებით პასპორტის გატანის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ მუყაოს კონვერტი სადაც მიმღებში მითითებული იქნება თქვენი მისამართი; სათანადო რაოდენობის საფოსტო მარკებით; და ე.წ. Tracking number კოდით.
პასპორტი გაიცემა განაცხადის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში 10 წლის ვადით.