-
აშშ-ში საქართველოს საელჩოში ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად აუცილებელია წინასწარი ვიზიტის დანიშვნა
არასრულწლოვანი მოქალაქისთვის პასპორტის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2) 16 წლამდე პირისათვის პასპორტის მისაღებად საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა, ხოლო თუ პირი 16 წელს არის გადაცილებული ერთი მშობლის თანხმობა. თუ მშობლები გამოცხადდებიან საქართველოს საელჩოში, თანხმობა კეთდება ადგილზე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით, ხოლო მშობლების გამოუცხადებლოსბის შემთხვევაში თანხმობის დამოწმება შესაძლებელია ადგილსამყოფელის ქვეყნის სანოტარო ბიუროში, რომელიც უნდა იყოს დამოწმბული აპოსტილით და თარგმნილი. თანხმობის გამოხატვა ასევე შესაძლებელია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურებების გამოყენებით. https://bit.ly/383ACmM
3) მშობლების პასპორტის ასლები;
4) არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი. თუ არასრუწლოვანი დაბადებულია ადგილსამყოფელ ქვეყანაში დოკუმენტი საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას (აშშ-ში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება);
5) საქართველოს საელჩოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 25 აშშ დოლარის ოდენობით;
პასპორტის გატანა ხდება , როგორც საფოსტო გზავნილის მეშვეობით, ისე საელჩოში პირადი გამოცხადებით.
საფოსტო გზავნილის საშუალებით პასპორტის გატანის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ მუყაოს კონვერტი სადაც მიმღებში მითითებული იქნება თქვენი მისამართი; სათანადო რაოდენობის საფოსტო მარკებით; და ე.წ. Tracking number კოდით.
პასპორტი გაიცემა განაცხადის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში 3 წლის ვადით.