საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები
‼️ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, უფიქსირდება ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14 დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
➖ 14 დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, ჩაუტარდებათ PCR კვლევა.
აღნიშნული ქვეყნებია:
🔴 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
🔴 ბოცვანას რესპუბლიკა
🔴 ზიმბაბვეს რესპუბლიკა
🔴 ნამიბიის რესპუბლიკა
🔴 ლესოტოს სამეფო
🔴 ესვატინის სამეფო (სვაზილენდი)
🔴 მოზამბიკის რესპუბლიკა
🔴 მალავის რესპუბლიკა
შენიშვნა: საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.
‼️ ძალაშია 2021 წლის 28 ნოემბრის 00:00 საათიდან
საქართველოში უცხოეთიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის რიგი წესები და პირობები
კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა
კოვიდვაქცინაციით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნიდან, რისთვისაც:
საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი;
საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.
უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.
* გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით).
PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ, ან რუსულ ენაზე.
კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა
საქართველოს მოქალაქეებისათვის
- საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
- საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);
უცხოელებისათვის
საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:
- ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
- აზერბაიჯანის რესპუბლიკა
- ალბანეთის რესპუბლიკა
- ამერიკის შეერთებული შტატები
- ანდორის სამთავრო
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ბაჰრეინის სამეფო
- ბელარუსის რესპუბლიკა
- ბოსნია და ჰერცეგოვინა
- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
- თურქეთის რესპუბლიკა
- თურქმენეთი
- იაპონია
- ისლანდიის რესპუბლიკა
- ისრაელის სახელმწიფო
- კანადა
- კატარის სახელმწიფო
- კორეის რესპუბლიკა
- ლიხტენშტაინის სამთავრო
- მოლდოვის რესპუბლიკა
- მონაკოს სამთავრო
- მონტენეგრო
- ნორვეგიის სამეფო
- ომანის სასულთნო
- რუსეთის ფედერაცია
- სან-მარინოს რესპუბლიკა
- საუდის არაბეთის სამეფო
- სერბეთის რესპუბლიკა
- სომხეთის რესპუბლიკა
- ტაჯიკეთის რესპუბლიკა
- უზბეკეთის რესპუბლიკა
- უკრაინა
- ქუვეითის სახელმწიფო
- ყაზახეთის რესპუბლიკა
- ყირგიზეთის რესპუბლიკა
- შვეიცარიის კონფედერაცია
- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
- ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
- საქართველოში უნდა გამოემგზავრონ ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით;
- სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
- პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას (საკუთარი ხარჯებით). ამ შემთხვევაში, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.
PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ, ან რუსულ ენაზე.
ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:
-
- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე;
- საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
- ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა. შ.);
- საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე;
- პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
- საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
- ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
- საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.
ასევე, იხილეთ:
– უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/249– ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით მომავალი უცხოელი ვიზიტორებისთვის: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/225
– ინფორმაცია “იმუშავე საქართველოდან” პროექტთან დაკავშირებით: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/194
– ინფორმაცია ფრენებზე
GEORGIA entry regulations
Entry rules for COVID-19 vaccinated visitors
‼️ As of 28 November 2021, citizens of any country, including a citizen of Georgia, who has a travel history to the countries listed below during the last 14 days, are subject to 14-day mandatory isolation/quarantine in the quarantine facility upon entry to Georgia.
After completing the 14 days of isolation/quarantine, a person shall undergo PCR examination.
These countries are:
Republic of South Africa
Republic of Botswana
Republic of Zimbabwe
Republic of Namibia
Kingdom of Lesotho
Kingdom of Eswatini (Swaziland)
Republic of Mozambique
Republic of Malawi
The Government of Georgia will cover all the costs related to isolation/quarantine as well as PCR eximination for a citizen of Georgia. A foreign citizen shall have to cover the costs of his/her isolation/quarantine and PCR testing.
Citizens of all countries, traveling from any country are able to enter Georgia, if they:
While traveling by air present the document confirming the full course (two doses, one dose in case of Johnson&Johnson) of any COVID-19 vaccination at the border checkpoints of Georgia.
While crossing the land and sea border of Georgia present the document confirming the full course (two doses, one dose in case of Johnson&Johnson) of any COVID-19 vaccination at the border checkpoints of Georgia, as well as the negative PCR test taken in the last 72 hours prior to the visit to Georgia.
Any person under the age of 10 (regardless of nationality) is exempted from the obligation to submit a negative PCR test in the last 72 hours prior to the visit to Georgia and to conduct a PCR examination on the third day.
*Except for any person traveling from the Republic of India (regardless of citizenship and full course of vaccination) as well as persons having a history of travel to the Republic of India for the last 14 days. They are subject to a negative PCR test conducted in the last 72 hours prior to the visit to Georgia at the border and then – a mandatory 14-day quarantine (in the case of foreigners, at their own expense).
PCR examination certificate must be in Georgian, English, or Russian language.
Entry rules for non-vaccinated visitors
Georgian citizens:
1) Georgian citizens presenting the negative PCR test conducted within 72 hours prior to the visit, will be subject to either 8-day self-isolation or to the optional PCR examination at their own expense on the 3rd day of their stay in Georgia. If self-isolation is not possible, they will be subject to a mandatory quarantine;
2) If Georgian citizens fail to submit the document confirming the PCR examination at the border, they will be placed in self-isolation for 8 days, and if self-isolation is not possible, they will be subject to a mandatory quarantine.
For foreigners:
Citizens and residence permit holders of the following states may enter Georgia by air, land and sea under the conditions mentioned below:
- European Union Member States
- Albania, Republic of,
- Andorra, Principality of ,
- Armenia, Republic of,
- Azerbaijan, Republic of,
- Bahrein, Kingdom of,
- Belarus, Republic of,
- Bosnia and Herzegovina,
- Canada,
- China, People’s Republic of,
- Iceland, Republic of,
- Israel, State of,
- Japan,
- Kazakhstan, Republic of,
- Korea, Republic of,
- Kuwait, State of,
- Kyrgyzstan, Republic of,
- Liechtenstein, Principality of ,
- Moldova, Republic of,
- Monaco, Principality of ,
- Montenegro,
- Northern Macedonia, Republic of,
- Norway, Kingdom of,
- Oman, The Sultanate of,
- Qatar, State of,
- Russian Federation,
- San Marino, Republic of,
- Saudi Arabia, Kingdom of,
- Serbia, Republic of,
- Swiss Confederation,
- Tajikistan, Republic of,
- The United Kingdom of Great Britain and Northern Ireland,
- Turkey, Republic of,
- Turkmenistan,
- Ukraine,
- United Arab Emirates,
- United States of America,
- Uzbekistan, Republic of,
- They must travel directly from the above-mentioned countries, including transit travel through third countries;
- At the border checkpoint they shall present a negative result of the PCR test conducted in the last 72 hours prior their visit to Georgia;
- On the 3rd day of their stay, they are obliged to undergo PCR-examination at their own expense;
- Before crossing the state border, they must complete the special application form, indicating the travel history of the last 14 days, contact details (address, phone number, email etc.) https://registration.gov.ge/pub/form/8_protocol_for_arrivals_in_georgia/tk6157/;
- All individuals who have travelled to the Republic of India within the last 14 days will be placed in a mandatory quarantine for 14 days upon entry at their own expense. In this case, PCR-examination on 3rd day of their stay will be waived.
PCR examination certificate must be in Georgian, English, or Russian language.
Except for the above-mentioned categories, the restrictions on entry to Georgia do not apply to:
- Representatives of the diplomatic missions and international organizations accredited to Georgia and their family members;
- Family members of Georgian citizens, despite their nationality;
- Persons arriving in Georgia as part of humanitarian mission – if a trip of such mission (doctors, volunteers, etc.) to Georgia becomes a necessity;
- Individuals who have been granted the status of stateless person by the respective authorities of Georgia;
- Individuals holding status-neutral ID card or travel documents;
- Individuals having a refugee status in Georgia;
- Members of official delegations (will be decided on a case-to-case basis);
- Train and truck drivers, involved in international road traffic, international railway personnel, involved in in the carriage of goods by rail, as well as the members of the aircraft crew.
See also:
– Procedures for foreign students entering Georgia – https://www.geoconsul.gov.ge/en/newsFeed/nId/249
– Information on foreign citizens traveling to Georgia on business purpose – https://www.geoconsul.gov.ge/en/newsFeed/nId/225
– Information regarding the project “Remotely from Georgia” – https://www.geoconsul.gov.ge/en/newsFeed/nId/194
– Information on flights