31 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
აშშ-ში საკონსულო აღრიცხვაზე მდგარ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათი საცხოვრებელი რეგისტრაციის დაფარვის უბანზე. იხილეთ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში გაიხსნება 4 საარჩევნო უბანი:
ქ. ვაშინგტონი
უბანი #7 საქართველოს საელჩოს მისამართზე — 1824 R Street, N.W., Washington DC 20009
ქ. ნიუ იორკი
უბნები #8 & #9 საქართველოს გენერალური საკონსულოს მისამართზე — 114 E 44th Street, New York, NY 10017
ქ. სან ფრანცისკო
უბანი #10 საქართველოს გენერალური საკონსულოს მისამართზე — 930 Montgomery Street, Unit 301, San Francisco, CA 94133
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უბნები გაიხსნება დილის 08:00 საათზე და დაიხურება საღამოს 20:00 საათზე.
საარჩევნო უბანზე მისვლისას მოქალაქემ თან უნდა იქონის საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ID card).
არჩევნების დღეს, გთხოვთ, კენჭისყრის შენობაში დაიცვათ ვირუსის გავრცელების პრევენციული ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი – ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდი, იხილეთ ბმულზე
უცხოეთში საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, იხილეთ ბმულზე