2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით განახლებადი ინფორმაცია იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://mfa.gov.ge/elections.aspx
უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.
საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით, საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით, ასევე, საფოსტო გზავნილის მეშვეობით.
აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace
თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოების საკონტაქტო ნომრები იხილეთ ტექსტში ქვემოთ.
საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება.
საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბანზე მისვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ID card).
აშშ-ში საქართველოს საელჩო და გენერალური საკონსულოები:
აშშ-ში საქართველოს საელჩო
საკონსულო ოლქი მოიცავს: კოლუმბიის ოლქი, ვირჯინია, მერილენდი, დასავლეთ ვირჯინია, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინა, ჯორჯია და ფლორიდა.
მისამართი: 1824 R Street, NW, Washington, D.C. 20009
ტელეფონი: +1 (202) 387-2390 ext. 303
ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498
ელ-ფოსტა: washingtonconsulate@mfa.gov.ge
ვებ-გვერდი: https://georgiaembassyusa.org/
Facebook: https://www.facebook.com/EmbGeoinUS
გენერალური საკონსულო ნიუ იორკში
საკონსულო ოლქი მოიცავს: ნიუ იორკი, პენსილვანია, ნიუ ჯერსი, დელავერი, კონექტიკუტი, როდ აილენდი, მასაჩუსეტსი, ნიუ ჰემპშირი, ვერმონტი, მეინი, ვესტ ვირჯინია, ოჰაიო, კენტაკი, ინდიანა, მიჩიგანი, ტენესი, ალაბამა, მისისიპი, ლუისიანა, არკანზასი, მისური, ილინოისი, აიოვა, ვისკონსინი და მინესოტა.
მისამართი: 144 East 44th Street, 4th floor, New York, NY 10017
ტელეფონი: +1 (212) 922-1722
ცხელი ხაზი: +1 (917) 945-3227
ელ-ფოსტა: newyork.con@mfa.gov.ge
ვებ-გვერდი: http://newyork.mfa.gov.ge/
Facebook: www.facebook.com/consulategeneral.newyork
გენერალური საკონსულო სან ფრანცისკოში
საკონსულო ოლქი მოიცავს: კალიფორნია, არიზონა, ნევადა, ორეგონი, ვაშინგტონი, აიდაჰო, იუტა, ვაიომინგი, მონტანა, კოლორადო, ნიუ მექსიკო, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, ნებრასკა, კანზასი, ალიასკა, ჰავაი, ოკლაჰომა და ტეხასი.
მისამართი: 930 Montgomery Street, Unit 301, San Francisco, CA 94133
ტელეფონი: +1 (415) 528-3706
ცხელი ხაზი: გააქტიურდება 1 ოქტომბრიდან
ელ-ფოსტა: ConsulateSF@mfa.gov.ge
ვებ-გვერდი: http://sanfrancisco.mfa.gov.ge/
Facebook: https://www.facebook.com/GEOConGenSF
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით პროცედურებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინეთ ქვემოთ ბმულზე