COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები 30 ივლისის მონაცემებით
ამ ეტაპზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება უპირობოდ ევროკავშირის 5 ქვეყნისთვის — გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.
ევროკავშირის ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლა, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში.
საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა – რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე https://registration.gov.ge/pub/form/8_protocol_for_arrivals_in_georgia/tk6157/ – სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.
ზემოთ აღნიშნული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ უტარდებათ PCR კვლევა.
ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს, ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით.
ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რომელთაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.
საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
- ელექტრონულ ანკეტას ავსებენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის მოწმობას, ან არიან ორმაგი მოქალაქეები.
- ელექტრონულ ანკეტას არ ავსებენ ევროკავშირის იმ სახელმწიფოს მოქალაქეები/ბინადრობის ნებართვის მქონე პირები რომელთანაც გარკვეული დათქმით იხსნება საზღვარი, ვინაიდან მათთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა.
- საქართველოში გამგზავრებამდე წინასწარი PCR კვლევის ჩატარება არ არის აუცილებელი. საზღვარგარეთ ჩატარებული ლაბორატიული კვლევის ამსახველი დასკვნა არ მიიღება საქართველოში აუცილებელი პრინციპით ჩასატარებელი PCR კვლევის ან/და სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის შემცვლელ პირობად.
- 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში მოუწევთ მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს ევროკავშირის წევრი შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია, სლოვენია, ისლანდია.
- ევროპის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ იხსნება, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საქმიანი ვიზიტები.
- გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან რომლებთანაც სახელმწიფო საზღვარი იხსნება შესაბამისი დათქმით, ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.
- გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.
- ევროკავშირის არაწევრი ევროპის და სხვა კონტინენტების ქვეყნებიდან შემოსული გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეები ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.
- ევროკავშირის და სხვა ქვეყნებიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქეები ექვემდებარებიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, ან ამავდროულად ფლობენ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქის სტატუსს.
აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად, ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.
მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.
ზემოთ აღნიშნული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ უტარდებათ PCR კვლევა.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე საქართველო მოქალაქე საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია, სლოვენია, ისლანდია), ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, მაშინ საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, სახელმწიფო ხარჯით.
- საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს ვრცელდება სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი.
- ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთათვისაც საქართველოს საზღვარი იხსნება, აქვთ ქვეყანაში სახმელეთო საზღვარით შემოსვლის უფლება განკარგულების თანახმად. შემოსვლისას ისინი ექვემდებარებიან კარანტინს საკუთარი ხარჯით.
ტესტირება
- აეროპორტებში ტარდება PCR ტესტირება.
- აეროპორტში PCR კვლევას ექვემდებარება ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქე/ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, იმ შემთხვევაში თუ მას წინასწარ (აპლიკაციაში) აქვს გამოხატული ნება ტესტირების გავლაზე.
- PCR-კვლევის პასუხი ცნობილი იქნება მაქსიმუმ 24 საათში, რეკომენდებულია კვლევის პასუხის მიღებამდე პირი იყოს თვითიზოლაციაში.
- კვლევის შედეგთან დაკავშირებით, ინფორმაციას პირი მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განხორციელდება სატელეფონო კომუნიკაციაც NCDC-ის მიერ. ინფიცირებული პირი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.
- ერთი ადამიანის PCR კვლევისთვის ნიმუშის აღების პროცედურა 5-10 წუთის ფარგლებში მერყეობს.
- მგზავრებს აეროპორტში უტარდებათ PCR ტესტი მათივე თანხმობის შემთხვევაში.
- საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR კვლევა (იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან), ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხება ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.
კარანტინი
- კარანტინი სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გარკვეული დათქმით იხსნება.
კარანტინს ექვემდებარება ასევე ევროკავშირის ზემოაღნიშნული იმ 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, რომელიც საქართველოში შემოდის იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საზღვარი არ გვაქვს გახსნილი, ან ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვს.
- საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კარანტინის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ისინი.
- თვითიზოლაციაში გადასვლა შესაძლებელია:
- პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ცნობით დასტურდება;
- დიპლომატებისა და საერთაშორისო მისიების მოთხოვნის შემთხვევაში (წესების დაცვაზე ზედამხედველობას თავად ახორციელებენ).
- პროცედურები:
- თვითიზოლაციაში გადასვლისთვის პირი ავსებს შესაბამის ფორმას, სადაც უთითებს მისამართს;
- შევსებისას მითითებული მისამართის ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობას ადგენს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
- საკარანტინო სასტუმროს არჩევა ვიზიტორის მიერ შესაძლებელი არ არის.
- აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სასტუმროს დატოვება ხდება 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, PCR ტესტით დადასტურებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
- პირი ვალდებული არის იმყოფებოდეს საკარანტინე სივრცეში საზღვრის კვეთიდან 14 დღის განმავლობაში.
- საკარანტინე სასტუმროს დატოვების წინ პირს უტარდება PCR კვლევა.
სასტუმროს დატოვებამდე PCR კვლევა სავალდებულოა. ევროკავშირის მოქალაქეების შემთხვევაში, ტესტის საფასურს იხდის თავად მოქალაქე, ხოლო საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში – სახელმწიფო.
- საქართველოს მოქალაქისთვის კარანტინი არის სავალდებულო, რადგან სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მინიმუმამდე დაიყვანოს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი.
გასათვალისწინებელია, რომ არსებული გამოცდილებით, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებული იყო.
საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს შორის კარანტინში მათ განთავსება/არგანთავსებასთან დაკავშირებით განსხვავება განპირობებულია მოსახლეობასთან სოციალური კონტაქტის პოტენციურად უფრო მაღალი სიხშირით.
- საქართველოს აეროპორტში ევროკავშირის ხსენებული 5 წევრი ქვეყნის მოქალაქის მიერ ანკეტის შევსება შესაძლებელი არის.
საქმიანი ვიზიტები
აღსანიშნავია, რომ საქმიანი ვიზიტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, ბმულზე
საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR კვლევა (იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან), ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხება ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.
საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.
საქართველოს მოქალაქის ქვეყნიდან გამგზავრება
- საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებმაც დათქმით გახსნეს საზღვრები მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი კატეგორიის ვიზიტის შესრულება და ექვემდებარება ტესტირებას ან/და 14-დღიან თვითიზოლაციას, ან კარანტინის გავლას მიმღები ქვეყნის რეგულაციის მიხედვით.
ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვასა და ლატვიაში მგზავრობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო წესით.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, რის გამოც მოქალაქემ უნდა დაადგინოს მიმღები ქვეყნის რეგულაციები ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქის გამგზავრებამდე, დადგენილი იქნება მისი ვიზიტის კატეგორიის შეუსაბამობა დანიშნულების ქვეყნის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან, ასეთ პირს შეიძლება უარი ეთქვას ქვეყნის დატოვებაზე.
საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.
Regulations for Crossing the Georgian Border in connection with the COVID-19 pandemic as of July 30
At this stage, the state border of Georgia is unconditionally reopened to 5 EU countries — Germany, France, Estonia, Latvia and Lithuania.
Citizens / persons with permanent residence permits of the above 5 countries may arrive in Georgia for all types of visits only by air, in case of departure from the listed 5 countries.
Before crossing the Georgian border, they must fill in a special electronic form available on the website https://registration.gov.ge/pub/form/8_protocol_for_arrivals_in_georgia/tk6157/, which was promptly created by the Government of Georgia. The completed form must provide a 14-day travel history prior to entering Georgia, as well as the location of stay in Georgia, contact information, etc.
The abovementioned persons shall undergo thermal screening at border points, and at temperatures above 37 degrees, they shall be required to undergo PCR testing.
Citizens of EU states putting Georgia on the so-called Green List (except for the above listed 5 countries) or imposing various restrictions, may enter Georgia under a mandatory 14-day quarantine, the costs of which shall be covered by themselves.
If a citizen / permanent resident of the above 5 countries arrives by air from any EU country with which Georgia reopens the border under the agreed conditions, or from countries with which Georgia does not reopen the border, as well as has a travel history for the last 14 days in the countries other than the abovementioned 5 countries, he/she shall be subject to a mandatory 14-day quarantine at his/her own expense.
With regard to other EU member states that have not reopened the border with Georgia, the current regime shall be maintained.
Other issues related to border crossing
- An e-questionnaire shall be filled in only by those citizens of Georgia who hold a permanent residence permit of the above 5 EU countries or are dual citizens.
- An e-questionnaire shall not be filled in by citizens / persons holding a residence permit of any EU country with whom the border is reopen under a certain condition, since they are required to go into a mandatory 14-day quarantine.
- There is no need to conduct a preliminary PCR test before leaving for Georgia. A conclusion with laboratory tests carried out abroad shall not be accepted as a substitute for the PCR test necessary in Georgia and / or the mandatory 14-day quarantine.
- Citizens / persons holding a residence permit from EU member states: Italy, Cyprus, Greece, Spain, Sweden, Luxembourg, Netherlands, Poland, Portugal, Romania, Croatia, Slovenia, and Iceland shall have to go into a 14-day quarantine at their own expense if they enter Georgia.
- With regard to European countries that are not members of the European Union, the state border of Georgia shall not reopen, with the exception of business visits.
- Citizens of Germany, France, Estonia, Lietuva and Latvia, entering from EU member states with which Georgia reopens the state border under a respective condition, shall be subject to a mandatory 14-day quarantine at their own expense.
- Citizens of Germany, France, Estonia, Lietuva and Latvia, entering from EU member states with which Georgia does not reopen the state border, shall be subject to a mandatory 14-day quarantine at their own expense.
- Citizens of Germany, France, Estonia, Lietuva and Latvia who come from non-EU countries and countries of other continents shall be subject to a mandatory 14-day quarantine at their own expense.
- Georgian citizens coming from the EU and other countries shall be subject to a mandatory 14-day quarantine. An exception shall be the citizens of Georgia who hold a document confirming permanent residence in France, Germany, Estonia, Latvia or Lietuva, or at the same time have the status of a citizen of these countries.
Like the citizens of these countries, Georgian citizens with a permanent residence permit of the above 5 countries must fill in a special form before crossing the Georgian border, providing their travel history for the last 14 days before entering Georgia, as well as the location of stay, contact information, etc.
With their consent, they shall undergo PCR testing at the airport.
The abovementioned persons shall be subject to thermal screening at border points, and at temperatures above 37 degrees, they shall undergo a PCR test.
If a Georgian citizen with a permanent residence permit of the above 5 EU countries arrives by air from an EU country with which Georgia reopens the state border under a respective condition (Italy, Cyprus, Greece, Spain, Sweden, Luxembourg, Netherlands, Poland, Portugal, Romania, Croatia, Slovenia, and Iceland) or from countries with which Georgia does not reopen the state border, as well as has a history of travelling to countries other than the five mentioned countries for the last 14 days, then a citizen of Georgia shall be subject to a mandatory 14-day quarantine at state expense.
- A citizen of Georgia who has a document certifying a residence permit in the EU member states (other than the 5 countries listed above) shall be subject to a mandatory 14-day quarantine.
- Citizens of an EU member state for which Georgia reopens the state border, shall have the right to enter the country across the land border in accordance with the decree. Upon entry, they shall be quarantined at their own expense.
Testing
- PCR testing shall be carried out at airports.
- A citizen/person with a residence permit of 5 EU countries shall be subject to PCR testing at airports if he / she has expressed his / her will to be tested in advance (in the application).
- The result of the PCR test shall be known within a maximum of 24 hours. Meanwhile, self-isolation is recommended until the test result is obtained.
- A person shall receive information about the test results by e-mail within a maximum of 24 hours. In case of a positive result, the NCDC shall also connect an infected person by phone and shall take him/her to an appropriate medical facility.
- Sampling procedure for PCR testing of one person varies within 5-10 minutes.
- Passengers shall undergo PCR testing at airports with their consent.
- Guests arriving in Georgia on a business visit shall be liable to undergo PCR testing at their own expense at a customs checkpoint / border crossing point when entering Georgia, or in the nearest customs control zone and undergo PCR testing at their own expense once per 72 hours for the next 14 days (if, as a result of the first PCR testing, immunoglobulin “G” is found in a person, he / she shall be exempted from further tests) or go into a mandatory 14-day quarantine, also at his/her own expense. This shall not apply to the citizens / residence permit holders of the 5 EU member states with whom Georgia unconditionally reopens its borders.
Quarantine
- Quarantine shall be obligatory for citizens of Georgia and citizens of EU states, with whom Georgia reopens the state border under a certain condition.
The quarantine shall also apply to citizens / persons with a permanent residence permit from the abovementioned 5 EU countries who enter Georgia from countries with pandemic shutting Georgian borders or have had a history of traveling to countries other than these 5 countries during the last 14 days.
- In the case of Georgian citizens, the quarantine costs shall be covered by the state, while in the case of EU citizens, the quarantine costs shall be covered by themselves.
- Self-isolation is possible:
- depending on the state of health of a person, which is confirmed by a medical reference;
- at the request of diplomats and international missions (who monitor compliance with the rules themselves).
- Procedures:
- for self-isolation, a person fills in an appropriate form, where he / she indicates the address;
- compliance of the address indicated in the completed form with the healthcare recommendations shall be determined by the LEPL Emergency Situations Coordination and Urgent Assistance Centre.
- A visitor may not select a quarantine hotel.
- Transportation from the airport to a hotel shall be provided by the state. The hotel shall be left after the 14-day isolation period is complete, in case of a negative result confirmed by a PCR test.
- A person must stay in the quarantine zone for 14 days after crossing the border.
- Before leaving a quarantine hotel, a person shall undergo PCR testing.
PCR testing is required before leaving a hotel. In the case of EU citizens, the test fee shall be paid by the citizen himself/herself, and in the case of Georgian citizens – by the state.
- Quarantine is mandatory for the citizens of Georgia, since the state tries to take care of its citizens as much as possible and minimize the spread of the coronavirus.
It should be noted that according to the existing experience, most of the cases reported in Georgia were imported.
The difference between placing/non-placing Georgian citizens and tourists under quarantine is due to the potentially higher frequency of social contacts with the population.
- Citizens of abovementioned 5 EU member states may fill in a questionnaire at the airport of Georgia.
Business visits
It’s worth mentioning that business visits from all over the world shall be implemented without delay, filling in an appropriate form in advance and in agreement with the relevant sector agency, at https://registration.gov.ge/pub/form/7_protocol_for_arrivals_in_georgia/kcjcpx/.
Guests arriving in Georgia on a business visit shall be liable to undergo PCR testing at their own expense at a customs checkpoint / border crossing point when entering Georgia or in the nearest customs control zone and undergo PCR testing at their own expense once per 72 hours for the next 14 days (if, as a result of the first PCR testing, immunoglobulin “G” is found in a person, he / she shall be exempted from further tests) or go into a mandatory 14-day quarantine, also at his/her own expense. This shall not apply to the citizens / residence permit holders of the 5 EU member states with whom Georgia unconditionally reopens its borders.
The Government of Georgia continues to actively cooperate with the EU member states and partner countries, and in accordance with the recommendation, the conditions for the entry into Georgia, as well as entry of Georgian citizens into those countries shall be jointly reviewed every two weeks.
Departure of a citizen of Georgia from the country
- A citizen of Georgia may travel to countries that have reopened their borders under certain conditions in accordance with the rules established by a host country. A citizen of Georgia may make a visit which falls under the categories set by a host country and undergo testing and / or a 14-day self-isolation or quarantine in accordance with the rules of the host country.
When returning to Georgia after traveling to any country, including Germany, France, Estonia, Lietuva and Latvia, a Georgian citizen must undergo a mandatory 14-day quarantine.
It should be noted that the rules imposed by countries are constantly being reviewed, so a citizen must have a close look at the rules of a host country before purchasing an air ticket and departing.
If, prior to the departure of a citizen of Georgia, it is established that the category of his / her visit does not comply with the rules established by the country of destination for citizens of Georgia, such a person may be denied exit from the country.
The Government of Georgia continues to actively cooperate with the EU member states and partner countries, and in accordance with the recommendation, the conditions for the entry of persons into Georgia and citizens of Georgia into these countries shall be jointly reviewed every two weeks.