ივლისის თვეში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით სპეციალური რეისები დაინიშნა. ევროპის ქვეყნებიდან ავიარეისებს ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air ახორციელებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სპეციალურ რეისებზე მგზავრობის საფასური არ აღემატება 200 ევროს. აშშ-დან გამგზავრების შემთხვევაში, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციალური რეისების ქალაქებიდან ტრანზიტი შესაძლებელია რომიდან, პარიზიდან და ბერლინიდან.
ამსტერდამის მიმართულება:
- 4 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
- 6 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
- 11 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
- 18 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
- 20 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
- 25 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
- 27 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
ვენის მიმართულება:
- 5 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
- 12 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
აშშ-დან გამგზავრების დაგეგმვისას, გაითვალისწინეთ რომ ტრანზიტის აეროპორტიდან, ისევე როგორც აეროპორტის შიგნით ტრანზიტის ზონიდან გასვლა არ მოგიწიოთ. ხოლო ტრანზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს! ასევე გაითვალისწინეთ, რომ აშშ-დან ფრენა სატრანზიტო ქალაქამდე უნდა იყოს პირდაპირი (არ მოგიწიოთ ევროპაში ორი გადაჯდომა).
ფრენების განრიგის დასაზუსტებლად და ბილეთების შესაძენად გთხოვთ დაუკავშრდეთ თავად ავიაკომპანიებს ან მიმართოთ ტუროპერატორებს.
დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.
ასევე გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 2-ჯერ რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ გერმანული ავიაკომპანია Lufthansa (მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი) და ფრანგულ ავიაკომპანია Air France (თბილისი-პარიზი-თბილისი). ასევე მოლაპარაკება გრძელდება ავიაკომპანია Air Baltic-თან.