Regulations on business trips to Georgia
✅ With the aim of boosting Georgia’s economy, business visits to Georgia will be unhindered upon gaining a permit from the relevant institutions and filling out the appropriate documentation.
International visitors arriving to Georgia on a business trip aimed on economic activities, must fill out a mandatory registration form in advance – https://bit.ly/3eihjq4
❗️Visitors arriving in Georgia on a business visit shall be liable to undergo PCR testing at their own expense at a customs checkpoint / border crossing point when entering Georgia or in the nearest customs control zone and undergo PCR testing at their own expense once per 72 hours for the next 14 days (if, as a result of the first PCR testing, immunoglobulin “G” is found in a person, he / she shall be exempted from further tests) or go into a mandatory 14-day quarantine, also at his/her own expense.
This shall not apply to the citizens / residence permit holders of the 5 EU member states with whom Georgia unconditionally reopens its borders.
The Government of Georgia continues to actively cooperate with the EU member states and partner countries, and in accordance with the recommendation, the conditions for the entry into Georgia, as well as entry of Georgian citizens into those countries shall be jointly reviewed every two weeks.
✅ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით.
საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლის მსურველებმა წინასწარ უნდა შეავსონ სავალდებულო რეგისტრაციის ფორმა – https://bit.ly/3eihjq4
❗️ საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR კვლევა (იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან), ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით.
აღნიშნული არ ეხება ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.
საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.