უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით სპეციალური რეისები დაინიშნა. ევროპის ქვეყნებიდან ავიარეისებს ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air განახორციელებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სპეციალურ რეისებზე მგზავრობის საფასური არ აღემატება 200 ევროს. აღნიშნულ ფრენებზე ბილეთების შეძენის პირობები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

აშშ-დან გამგზავრების შემთხვევაში, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციალური რეისების ქალაქებიდან ტრანზიტი შესაძლებელია მხოლოდ რომიდან და პარიზიდან, დანარჩენ ქალაქებში აშშ-დან ტრანზიტი შეუძლებელია.

ასევე, საერთაშორისო რეგულარული ფრენების სრულ აღდგენამდე საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება დამატებით შეგიძლიათ დაგეგმოთ Georgian Airways ავიაკომპანიის კომერციული ჩარტერული რეისებით, რომელსაც ავიაკომპანია ივლისის თვეშიც ახორციელებს. აღნიშნული კომერციული ჩარტერული რეისების ჩამონათვალიდან, აშშ-დან გამგზავრების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ამსტერდამისა და ვენის ტრანზიტით.

ამსტერდამის მიმართულება:

  • 4 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 6 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 11 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 18 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 20 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 25 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 27 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ვენის მიმართულება:

  • 5 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
  • 12 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

აშშ-დან გამგზავრების დაგეგმვისას, გაითვალისწინეთ რომ ტრანზიტის აეროპორტიდან, ისევე როგორც აეროპორტის შიგნით ტრანზიტის ზონიდან გასვლა არ მოგიწიოთ. ხოლო ტრანზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს! ასევე გაითვალისწინეთ, რომ აშშ-დან ფრენა სატრანზიტო ქალაქამდე უნდა იყოს პირდაპირი (არ მოგიწიოთ ევროპაში ორი გადაჯდომა).

ფრენების განრიგის დასაზუსტებლად და ბილეთების შესაძენად გთხოვთ დაუკავშრდეთ თავად ავიაკომპანიებს ან მიმართოთ ტუროპერატორებს.

დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

SHARE