რას გულისხმობს ამერიკის პრეზიდენტის განახლებული განვრცობილი პროკლამაცია COVID-19–ის გავრცელების შემდგომ ეკონომიკური აღდგენის პერიოდში შიდა შრომითი ბაზრისთვის რისკის მატარებელი გარკვეული საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზის მაძიებელი უცხოელი მოქალაქეების შეერთებულ შტატებში შემოსვლის შეჩერების თაობაზე

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შესაკავებლად განხორციელებული შეზღუდვების შედეგად აშშ-ის ეკონომიკაზე და უმუშევრობის დონის ზრდის მხრივ წარმოქმნილი ნეგატიური პროცესის საპასუხოდ, 22 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომლის შედეგად შეიზღუდა დამატებითი იმიგრანტი უცხოელი მუშაკების მიღება რათა დასაქმების ბაზარზე შემცირდეს კონკურენცია აშშ-ის მოქალაქეების სასარგებლოდ.

პირველადი პროკლამაციის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა: „მუდმივი ბინადრობის ნებართვის კანონიერად მიღებისთანავე პირები  იღებენ „ღია ბაზარზე“ დასაქმების უფლების დამადასტურებელ საბუთებს, რის საფუძველზეც მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში თითქმის ყველა  პოზიციაზე ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში. არ არსებობს გზა, რომ დავიცვათ  არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი და უმუშევარი ამერიკელები მწირი სამსახურებისთვის გამოცხადებულ კონკურსებში  მუმდივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისგან ამ უკანასკნელთა გადამისამართებით იმ კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებში, სადაც არ არის საკმარისი მუშა ხელის მიწოდება. არსებული საიმიგრაციო ვიზების მონაცემების დამუშავების დამცავი მექანიზმები არ არის საკმარისი  COVID-19-ის გავრცელების შემდგომი აღდგენითი პერიოდისათვის. საიმიგრაციო ვიზების კატეგორიების უმეტესობა არ მოითხოვს დამსაქმებლებისგან ანგარიშს შეერთებული შტატების მშრომელების გადაადგილების თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ ზოგი დასაქმებაზე დაფუძნებული ვიზა შეიცავს შრომითი სერტიფიკაციის მოთხოვნებს, რადგან ვიზის გაცემა რეალურად ხდება სერტიფიცირების დასრულების შემდეგ, შრომითი სერტიფიკაციის პროცესი ადექვატურად ვერ ასახავს შრომითი ბაზრის დღევანდელ მდგომარეობას. ამასთან, მუდმივი ბინადრების უფლების მქონე დამატებითი პირების დაშვება მაშინ, როდესაც ჩვენი ჯანდაცვის რესურსები შეზღუდულია, კიდევ უფრო დაძაბავს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას მაშინ, როდესაც პრიორიტეტი ამერიკელებს და არსებულ იმიგრანტებს უნდა მივანიჭოთ”.

დამატებით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 22 ივნისს გამოცემული ახალი განვრცობილი პროკლამაცია არსებულ შეზღუდვებს ამატებს ასევე არასაიმიგრაციო სავიზო კატეგორიებს, რომელთა მაძიებლებს შეერთებულ შტატებში შემოსვლა შეუჩერდებათ და შეეზღუდებათ. „10014 პროკლამაციის გაგრძელებად, შრომის/სოციალური საკითხების მდივანმა და ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა ასევე გადახედეს არასაიმიგრაციო პროგრამებს და აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე სახეობის არასაიმიგრაციო ვიზით შემოსული პიროვნება ასევე აშშ-ის მუშახელის ჩანაცვლების რისკს წარმოადგენს დღესდღეობით ეპიდემიის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაციის პირობებში“, ნათხვამია პრეზიდენტის განხლებულ პროკლამაციაში.  

 მუხლი 2. შემოსვლის შეჩერება და შეზღუდვა შეეხებათ შემდეგი არასაიმიგრაციო ვიზის კატეგორიის მაძიებელ პირებს:

  • H-1B / H-2B სამუშაო ვიზის მფლობელი პირი და მისი არამოქალაქე ოჯახის წევრი
  • J ვიზის მფლობელი სამუშაო-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მონაწილე (პრაქტიკა, ტრეინინგი, მასწავლებელი, ბანაკის კოორდინატორი, au pair მონაწილე, საზაფხულო სამუშაო პროგრამის მონაწილე) და არამოქალაქე ოჯახის წევრი
  • L ვიზის მფლობელი და არამოქალაქე ოჯახის წევრი

მუხლი 3. აშშ-ში შემოსვლის შეჩერებ და შეზღუდვის წესი:

 (a)  მეორე მუხლით გათვალისწინებული შემოსვლის შეჩერება და შეზღუდვა შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც:

(i) იმყოფებიან შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ ამ პროკლამაციის ძალაში შესვლის დღეს;

(ii) არ გააჩნიათ მოქმედი საიმიგრაციო ვიზა  ამ პროკლამაციის ძალაში შესვლის დღეს; და

(iii) არ გააჩნიათ ვადიანი სამგზავრო დოკუმენტი ვიზის გარდა (როგორიცაა სატრანსპორტო წერილი, შესაბამისი ქვეყანაში დასაბრუნებელი ნებართვა (boarding foil), ან დროებითი სამგზავრო დოკუმენტი (advance parole document), ამ პროკლამაციის ძალაში შესვლის დღეს ან თუ დოკუმენტები, რომლებიც აძლევს პირს საშუალებას იმოგზაუროს შეერთებულ შტატებში და მოითხოვოს შემოსვლა, გაიცემა ამ პროკლამაციის მიღების შემდეგ.

(b)  მეორე მუხლით გათვალისწინებული შემოსვლის შეჩერება და შეზღუდვა არ შეეხებათ უცხოელებს, რომლებიც:

(i)    შეერთებული შტატების მუდმივი ბინადრობის კანონიერი საფუძვლის მქონე პირია;

(ii)    ნებისმიერ უცხოელს, ვინც შეერთებული შტატების მოქალაქის მეუღლე ან შვილია;

(iii)   ნებისმიერ უცხოელს, რომელიც შეერთებულ შტატებში შემოდის საკვების წარმოების სფეროში დროებითი სამუშაოს ან მომსახურეობის გასაწევად;

(iv)    ნებისმიერ უცხოელს, ვისი შემოსვლაც შეიძლება იყოს ეროვნული ინტერესი, სახელმწიფო მდივნის, სახელმწიფო უსაფრთხოების მდივნის, ან მათი შესაბამისი უფლებამოსილი პირების დადგენილების მიხედვით;

 

პრეზიდენტის პროკლამაცია უფლებას უტოვებს საკონსულოს წარმომადგენლებს მათი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ არასაიმიგრაციო ვიზის აპლიკანტის შეფასებისას მუხლი 3/b ქვეთავით განსაზღვრული გამონაკლისის საფუძვლიანობა.

ასევე, მუხლი 4 განმარტებით, პროკლამაციის შეზღუდვებმა არ უნდა შეაფერხოს იმ პირთა განაცხადი, რომლებიც ეძიებენ თავშესაფარს, დევნილის სტატუსს, წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენციის ფარგლებში დაცვას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების კანონთან თანხვედრაშია.

 

Proclamation 10014 of April 22, 2020 (Suspension of Entry of Immigrants Who Present a Risk to the United States Labor Market During the Economic Recovery Following the 2019 Novel Coronavirus Outbreak). აღნიშნული პროკლამაცია ძალაში შევიდა 2020 წლის 23 აპრილს და ვადა გაუვიდა 23 ივნისს.

Continuation of Proclamation 10014 of June 22, 2020 (Suspending Entry of Aliens Who Present a Risk to the U.S. Labor Market Following the Coronavirus Outbreak). აღნიშნული განვრცობილი პროკლამაცია ძალაში შევიდა 2020 წლის 24 ივნისს და ვადა გაუვა 31 დეკემბერს.

 

 

SHARE