📣📣 საქართველოს იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, ვინც აშშ-ის ტერიტორიაზე არასაიმიგრაციო ვიზით (B1-B2, F1, J1, სხვა) იმყოფება:

‼️ პანდემიის შედეგად აშშ-ში დარჩენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, აშშ-ს მთავრობის მხრიდან რაიმე სპეციალური შეღავათები არ დაწესებულა.

იმ შემთხვევაში თუ განსაზღვრულ დროში ვერ ახერხებთ ქვეყნის დატოვებას, შეგიძლიათ მიმართოთ აშშის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურს (USCIS), და I-539 ფორმის შევსებით მოითხოვოთ არასაიმიგრაციო ვიზით (I-94 ფორმით) განსაზღვრული ქვეყანაში ყოფნის ვადის გახანგრძლივება. შესაბამისი ინფორმაცია/აპლიკაცია მოცემულია აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის მითითებულ ვებ-გვერდზე

გაითვალისწინეთ, თქვენი ქვეყანაში ყოფნის ვადის გახანგრძლივებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების გარანტია არ არსებობს, თუმცა განხილვის პერიოდში ქვეყანაში ყოფნა საპატიოდ გეთვლებად. გადაწყვეტილებას აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური (USCIS) ინდივიდუალური არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრავს.

SHARE