#GEORGIA celebrates the regaining of our independence on May 26th!
We celebrate. We reflect. We are grateful for our blessings. Georgians are especially grateful for our many friends who have supported and sustained us in these nearly three decades of freedom.
We highly value an extraordinary partnership and friendship with the United States and all branches of its government. Thank you very much for your kind wishes and looking forward to many more years of working together, fighting together, and defending our great nations!
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა:
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო!
ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს!
ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს და პატივისცემით ეპყრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის მნიშვნელოვან წვლილს ნატოს მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი მებრძოლები ამერიკული და ნატოს ძალების მხარდამხარ მსახურობენ. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ კორონავირუსის უპრეცედენტო გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად. ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე – ეკონომიკის დივერსიფიკაციაში.
გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო: “ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული. აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატოს მისიის ფარგლებში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი გაიღეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.
მომდევნო წელს ჩვენ ველოდებით ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამდიდრებას, რადგან საქართველო რეფორმებს ახორციელებს, რომლებიც მის დემოკრატიულ პროცესებსა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ მხარდაჭერილ კანონის უზენაესობას აძლიერებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის ძალისხმევას. მსგავსი კრიზისი ჩვენ გვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხების მეგობრობის ნამდვილ სიღრმესა და ღირებულებას.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და აღნიშნავს რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. ბატონი რიკერი იხსენებს საქართველოში ყოფნისას საოკუპაციო ხაზთან ვიზიტს და რუსეთის ოკუპაციის შედეგად გაყოფილ ქართულ სოფლებსა და ოჯახებს. “ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშოროსო სამართლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ერთიან ღირებულებებზე, თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე, არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორიც დღეს. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში. ახლა კი ჩვენ ერთად ვებრძვით კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას. აშშ-ის მთავრობამ 2.7 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის ვალდებულება აიღო ახალი საგანგებო ჯანდაცვის დახმარების ფონდის ფარგლებში საქართველოს მიერ გატარებული ზომების მხარდასაჭერად, და იმ ადამიანებისა თუ ჯგუფების დასახმარებლად ვინც დიდი რისკის ქვეშ იმყოფება. ჩვენ ვამაყობთ თბილისში რიჩარდ ლუგარის ცენტრთან ხანგრძლივი თანამშრომლობით, რომელმაც ეგზომ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა პანდემიასთან საქართველოს ბრძოლაში. მე სიამოვნებით ველი საქართველოსთან ჩვენი მუშაობის გაგრძელებას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად, რაც საქართველოს მიმდინარე დემოკრატიული და საკანონმდებლო რეფორმების მხარდამჭერია, და კიდევ უფრო გააფართოვებს ეკონომიკურ და ხალხთაშორის კავშირებს. გილოცავთ მთელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!”
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე დეივიდ ნორქუისტი: “დღეს აღინიშნება თანამედროვე ქართული სახელწიფოს დაფუძნების დღე. ამ ისტორიული მოვლენიდან 102 წლისთავზე, საქართველომ, თავისი ხალხის სიმამაცით, შეუპოვრობითა და სიმტკიცით, თანმიმდევრულად გადალახა გამოწვევები და დაამკვიიდრა თავისუფლების საფუძვლები. ჩვენი ერისთვის პატივია, რომ საქართველო მისი მეგობარი და პარტნიორია. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სახელით მინდა გულთბილი მილოცვა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ ვილბარგერი: “დღეს, როდესაც ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მიესალმება თქვენს ძალისხმევას თავისუფლების, თვითმმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის. ჩვენ ვიზიარებთ ამ ღირებულებებს და ვამაყობთ ერთობლივი მიღწევებით. დაე, თქვენმა ერმა და ჩვენმა პარტნიორობამ გააგრძელოს წინსვლა მომავალ წლებშიც. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლაურა კუპერი: “საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მუშაობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სახელით გამოვხატო თქვენდამი პატივისცემა. გთხოვთ, მიიღოთ როგორც ჩემი გულთბილი მილოცვა ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, ასევე საუკეთესო სურვილები მშვიდობიანი, თავისუფალი, წარმატებული მომავლისთვის“
საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე სტეფანი ბაგლი: “საქართველოში მყოფი აშშ-ის თავდაცვის გუნდის სახელით, მინდა ქართველ ხალხს მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავი. მიუხედავად იმისა, რომ წელს ვერ შეძლებთ დამოუკიდებლობის დღის წესისამებრ საზეიმოდ აღნიშვნას, ვიმედოვნებ, რომ მაინც დატკბეთ ამ მომენტით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მეგობრობის, თანამშრომლობის და უმთავრესად, მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის შეტანილი წვლილისთვის. საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული. აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატოს მისიის ფარგლებში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი გაიღეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.
მომდევნო წელს ჩვენ ველოდებით ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამდიდრებას, რადგან საქართველო რეფორმებს ახორციელებს, რომლებიც მის დემოკრატიულ პროცესებსა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ მხარდაჭერილ კანონის უზენაესობას აძლიერებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის ძალისხმევას. მსგავსი კრიზისი ჩვენ გვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხების მეგობრობის ნამდვილ სიღრმესა და ღირებულებას.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავს.
„გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ აშშ-სთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. ასე რომ, გააგრძლეთ ის, რასაც აკეთებთ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“
საზღვარგარეთ ამერიკის მემკვიდრეობის კომისიის თავმჯდომარემ პოლ პეკერმა საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა და პატივი მიაგო წმინდა მღვრდელმოწამეს, არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძეს, რომელმაც სიცოცხლე გმირულად დათმო აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში ებრაელი პატიმრის გადასარჩენად.
პოლ პაკერმა ასევე ხაზი გაუსვა ქართველი და ებრაელი ხალხების 26 საუკუნოვან მეგობრობასა და საქართველოს მადლობა გადაუხადა დევნილი ერისათვის დაცული გარემოს შექნმაში, რის გამოც საქართველოს ებრაელი ერის მხრიდან სამართლიანად მიენიჭა ‘ერებს შორის მართებულის’ წოდების პატივი.