📣📣 2020 წლის 25 მაისიდან აშშ-ში საქართველოს საელჩოში განახლდა მოქალაქეთა მიღება საკონსულო მომსახურების გაწევის მიზნით.

❗️ ქ. ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი მოიცავს: კოლუმბიის ოლქს, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიის და ფლორიდის შტატებს და შესაბამისად ახორცილებს აღნიშნულ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საკონსულო დაცვასა და მომსახურებას.

🔹 მოქალაქეთა მიღება მოხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით შემდეგი ვებგვერდის საშუალებით www.geoconsul.gov.ge

🔹 ვიზიტზე ჩაწერილმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები 👇

➡️ მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანმხლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);

➡️ მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს;

➡️ მოქალაქე არ შეიძლება გამოცხადდეს საკონსულოში მომსახურების მისაღებად, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში Covid19 ვირუსით დაინფიცირებულ პირთან;

➡️ საკონსულოში მომსახურების მისაღებად, მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, პირბადე ან დამცავი ფარი);

➡️ მოქალაქე ვალდებულია საელჩოში შესვლისთანავე გამოიყენოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება;

➡️ მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;

➡️ მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა;

❗️ გაითვალისწინეთ რომ საქართველოს გენერალურო საკონსულოები ნიუ იორკში და სან ფრანცისკოში, აღნშნულ ქალაქებში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კვლავ დისტანციურ საგანგებო რეჟიმში ფუნქციონირებენ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ☎️ +1 (202) 387-2390 ext. 303

საკონსულო მომსახურება: https://georgiaembassyusa.org/consular_services_geo/

 

The Embassy of Georgia in the United States has resumed the reception of the citizens in order to provide consular services on Monday, May 25.

❗️ Consular Section of the Embassy of Georgia in Washington DC serves the interests of Georgian citizens and offers services to the residents of the following states: Washington DC, Virginia, Maryland, West Virginia, North Carolina, South Carolina, Georgia and Florida.

🔹 Citizens will be allowed on a visit only through pre-registration on the following website
www.geoconsul.gov.ge

🔹 Citizens scheduled for the visit should follow the following recommendations :👇

➡️ A citizen should show up to the consulate alone, without accompanying persons (this does not apply to minors);

➡️ The citizen must show up at the consulate at the exact specified time;

➡️ A citizen may not show up for consular services if he/she has symptoms of a respiratory infection (cough, fever, wheezing, difficulty breathing, general weakness, etc.) or has been in close contact with a person infected with the Covid19 virus;

➡️ In order to receive the services at the consulate, a citizen must show up with personal protection equipment (gloves, face mask or protective shield);

➡️ The citizen has to use the hand sanitizer placed at the entrance as soon as entering the embassy;

➡️ The citizen has to avoid close contact with the consular staff;

➡️ The citizen is obliged to refrain from touching additional items at the consulate, except for the items necessary for services and disinfection;

❗️ Note that the Consulates General of Georgia in New York and San Francisco are still operating in a remote emergency mode due to existing situation in these cities.

In case of any questions please contact us: ☎️ +1 (202) 387-2390 ext. 303

Consular services: https://georgiaembassyusa.org/consular_services_geo/

SHARE