ნიუ იორკის შტატის 5 რეგიონი – Central NY, Mohawk Valley, Southern Tier, the North Country და the Finger Lakes – დაიწყებს ეტაპობრივ გახსნას

 ჩამოთვლილ რეგიონებში, საცალო ვაჭრობის მაღაზიებს შეეძლებათ დაიწყონ პროდუქტის მაღაზიიდან გატანის ე.წ. Pickup სერვისი; გაიხსნება სათბურები და სანერგეები; გაგრძელდება მშენებლობა და ლანდშაფტური მომსახურება.
NY on PAUSE რეგულაცია გაგრძელდება ყველა დანარჩენი რეგიონისთვის 28 მაისამდე. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული რეგიონი მიაღწევს სასურველ მოცემულობას, შესაძლებელი გახდება 28 მაისამდეც გახსნა.

 დამატებით, შტატის სანაპიროები 50% ტევადობის პრინციპით გაიხსნება პარასკევიდან Memorial Day შაბათ-კვირას. აუცილებელია, რომ სანაპიროებზე ყველამ დაიცვას სოციალური დისტანცირების წესები.

‼️ გახსოვდეთ: კორონავირუსის გავრცელება არ არის შეჩერებული! ნიუ იორკის მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას სოციალური დისტანცირების წესები. აუცილებელია პირბადის გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არ დაესწროთ ხალხმრავალ შეკრებებს.

შტატის გახსნის გეგმის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:
forward.ny.gov.

https://www.facebook.com/GovernorAndrewCuomo/posts/3272875856076938

SHARE